ისტორიული შედეგი - ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში ითამაშებს!

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, შინ, ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფში მეორე ადგილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია, როგორც პოზიციის ასევე დაგროვებული ქულების მხრივ.
პლეი-ოფის წილისყრა, 17 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის 2-მატჩიანი დაპირისპირებები, 11-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება. პლეი-ოფში ჩვენი სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, ნორვეგია.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში, ანგარიში, 52-ე წუთზე სტუმართა შემტევმა, ფისინ ისაკიმ გახსნა. 61-ე წუთზე, შეხვედრაში ანგარიში ვასილიოს გორდეზიანმა თავური დარტყმით გაათანაბრა, რომელმაც ამ შესარჩევის პირველი გოლი სწორედ ქუთაისში გაიტანა. გამარჯვების გოლი ნოდარ ლომინაძის შეტევას მოჰყვა, რომელმაც 71-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
ნანახია: 530
მსგავსი სიახლეები

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!
აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!
გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა
მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

VIDEO: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი
საფრანგეთის ნაკრებმა მეინ რაუნდში პირველი ქულები სწორედ თბილისში დაკარგა, თუმცა ჯგუფი პირველ ადგილზე
clickss