2024-10-15

04:07

საქართველომ პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სპორტი
30-08-2024 14:18
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.
პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი და პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ.
ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი პირველად ერგო.
პარიზის პარალიმპიადაზე კიდევ ერთმა ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ლია ჩაჩიბაიმ(47 კგ) იასპარეზა. იგი მაროკოელ ნაუალ ლარიფის დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური სხვაობით - 11:12 დათმო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.
30 სექტემბერს საქართველოს ღირსებას დაიცავენ პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული და პარამძლეოსანი დავით ქავთარაძე.

მსგავსი სიახლეები

2024-10-12 10:44
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დ

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის

2024-10-10 17:53
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“),

2024-10-09 14:58
სპორტი

VIDEO/საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს

ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გულიაშვილმა. ვარჯიშის შემდეგ ბოსნიური სარაევოს

2024-10-07 11:00
სპორტი

VIDEO / საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მაინტერესებდა როგორ შეხვდებოდნენ

2024-10-03 14:49
სპორტი

ვილი სანიოლმა ფეხბურთში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები