2025-04-29

22:32

VIDEO: სიდნეის ოლიმპიური თამაშების (2000) შემდეგ, პირველად საქართველომ კრივში ოლიმპიური მედალი მოიპოვა

სპორტი
05-08-2024 11:35
ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა (63,5) ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზა. ის კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა და სადებიუტო ოლიმპიადაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2000 წელს სიდნეიში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ჭანტურიამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.
ლაშა გურულის ისტორიულ ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო.
ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.
ლაშა გურულის მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს 44-ე ოლიმპიური მედალია. ასევე, ეს არის მე-19 ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი, რომელთაგან ორი მოკრივეების ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველომ ძიუდოს, ჭიდაობისა და ძალოსნობის გარდა, ოლიმპიური მედალი სხვა სპორტის სახეობაში პირველად მიიღო. 2008 წელს ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მოიპოვა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები