გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან "იპონით" დამარცხდა

პარიზის ოლიმპიური თამაშების ძიუდოისტთა მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილის (+100 კგ) და ფრანგი ტედი რინერის გზები გადაიკვეთა. პირად პირველობაში ორგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონის სახით ქართველ მძიმეწონოსანს ურთულესი მეტოქე შეხვდა.
ამჯერად გამარჯვება ტიტულიანმა ფრანგმა მოიპოვა და ქართველი ძიუდოისტი (100+ კგ), გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან "იპონით" დამარცხდა.
სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო გურამ თუშიშვილი ასპარეზობას "რეპეშაჟში" ვეღარ გააგრძელებს. გურამ თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი 9100კგ) ილია სულამანიძე.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 869
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!
აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია
clickss