ირაკლი კობახიძე - სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენი ოლიმპიელებისთვის პრემიებთან დაკავშირებით, იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზეც

თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პარაოლიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია, წარმატებები გისურვოთ პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე. თქვენ ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის, გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს. ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თქვენ თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეთ და შეძელით შეუძლებელი სპორტული მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე. თქვენ ისეთი გამოწვევები გადალახეთ, რომლებიც შეიძლება, ბევრისთვის იყო თავიდან წარმოუდგენელი, თუმცა თქვენი ნიჭიერებით, ნებისყოფით ყველას აჩვენეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და საბოლოო ჯამში ნებისმიერი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. შესაბამისად, თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის მზერა იქნება მიმართული პარიზისა და თქვენი ასპარეზობისკენ", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ბევრს აკეთებს ქართული სპორტის, მათ შორის პარაოლიმპიური სახეობების, მხარდასაჭერად.
„2012 წლამდე სპორტის ორ სახეობაში მხოლოდ 3 სპორტსმენი გვყავდა. თანდათანობით ვითარდება პარაოლიმპიური სახეობები და დღეისათვის პარაოლიმპიური კომიტეტი 15 სახეობაში მოასპარეზე 350 სპორტსმენს აერთიანებს. ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ასეთი მაჩვენებელი პარიზის თამაშებზე - 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი - ვერცხლის მედლის და 250 000 ლარი - ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე თქვენი წარმატებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები. ჩვენი მზერა თავიდან ბოლომდე თქვენკენ იქნება მოპყრობილი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულები დაგვიბრუნდებით თბილისში,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცერემონია საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა გახსნა. ქართველ პარასპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა შერაზ გასრიმ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 652
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ
clickss