უეფა-ს პრეზიდენტი - მინდა, მოგილოცოთ თქვენ და ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი

საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის (უეფა) პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს, რომლითაც მთავრობის მეთაურს და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევრო 2024-ზე წარმატებულ დებიუტს ულოცავს.
როგორც უეფა-ს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ დაამტკიცა ეროვნული ნაკრების, როგორც ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყაროს მნიშვნელობა.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით კეთილი სიტყვებისა და კომპლიმენტებისთვის „უეფა ევრო 2024“-ის ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით.UEFA EURO 2024 დასრულდა ერთთვიანი უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო სანახაობის შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს იყო „ევროპის გულში ფეხბურთით გაერთიანებული“ და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა და ტურნირით გამოწვეული ემოციების გაზიარება.
ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყარო. საოცარი იყო იმის ნახვა, რა პატივით ატარებდნენ ფეხბურთელები ეროვნულ მაისურებს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს უფლება, ეასპარეზათ მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო არენაზე. ეს ტურნირი უდავოდ იყო ერთიანობის ბრწყინვალე მაგალითი, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს, იყოს ის მძლავრი ძალა, რომელსაც სიკეთე მოაქვს მსოფლიოში, მიმართულია იმედისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ.
ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი განსაკუთრებული მონაწილეების გარეშე, რომლებმაც წარმოაჩინეს შესანიშნავი ნიჭი, ერთგული გულშემატკივრების გარეშე, რომელთა ენთუზიაზმმა გაანათა სტადიონი, თავდადებული პოლიციისა და მოხალისეების გარეშე, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ სცენის მიღმა, რათა გერმანიაში ყველას კეთილგანწყობა ეგრძნო.
დაბოლოს, მინდა, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი! თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ხართ საფეხბურთო ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ“, – ნათქვამია უეფა-ს პრეზიდენტის წერილში.
ნანახია: 797
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ
clickss