2025-04-28

15:48

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

სპორტი
20-05-2024 12:43
აბუ-დაბი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მან ფინალურ შეხვედრაში იანგ იუნგ ვეის სძლია და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედალი მოუტანა.
ფინალურ დაპირისპირებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას ასევე დაიცავენ:
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი;
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე;
90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი;
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი;
57 კგ - ნინო ლოლაძე;
63 კგ - ეთერ ასკილაშვილი;
78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

მსგავსი სიახლეები

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები