2025-02-09

22:10

უეფას პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი ი. კობახიძე გერმანიაში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიიწვია!

სპორტი
01-04-2024 10:25

უეფასგან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება და მას ჩემპიონატზე დასასწრებად მოწვევას უგზავნის.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის მოყვარულები მთელი ევროპიდან. უეფას ევროპის ტურნირი ყოველთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატს - ეს არის მაღალი კლასის, გუნდური თამაშის და ფეხბურთის გამაერთიანებელი ძალის ზეიმი. თქვენი დასწრება საქართველოს მიერ გამართულ მატჩებზე იქნება ამ ღირებულებების მიმართ თქვენი ერთგულების და ჩვენი საერთო რწმენის დადასტურება, რომელიც ასახულია ტურნირის დევიზში: „ერთიანობა ფეხბურთში. ერთიანობა ევროპის გულში". მოუთმენლად ველი გერმანიაში თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ერთად გავხდებით ამ ისტორიული მოვლენის მოწმენი", - აღნიშნულია უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ მოსაწვევში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-02-07 11:46
სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ზაგრების ღია პირველობაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპო

გიორგი ელბაქიძემ (74 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი აღანაზარ ნოვრუზოვი

2025-02-06 14:55
სპორტი

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა წინა საფესტივალო პრესკონფერენცია და ევროპის ზამთრის

საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი )

2025-02-04 10:53
სპორტი

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ნინო სალუქვაძეს რეკორდსმენის ტიტული ერთდროულად ორ კატეგორიაშ

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა, სადაც საქართველოს რეკორდების

2025-02-03 13:47
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე პარიზის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია

ლუკამ ფინალურ ბრძოლამდე სენეგალელი რაიან დაკოსტა, ფრანგი მაქს ლაბორდე, ნახევარფინალში

2025-01-31 12:14
სპორტი

ჩოგბურთში საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში

მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0 7:6(4) დაამარცხა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები