2024-07-27

12:58

VIDEO/ერთა ლიგა 2024/25 - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

სპორტი
09-02-2024 12:03

8 თებერვალს, პარიზში, ერთა ლიგის 2023/24 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა, წილიწსყრის შედეგად B1 ჯგუფში მოხვდა. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები - ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან. 

უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი, 14-19 ნოემბერს. მატჩების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი, რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან. 

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.  

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი, B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.

მარტის პლეი ოფის წინ მნიშვენლოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში  ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსეუმბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ". 

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ძალიან მნიშვენლოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი-ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი. 

რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს - საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა, ახლა მთავარი ამრტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ". 

ერთა ლიგის წილისყრამდე პარიზში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აღმასრულებელი კომიტეტის წევრის რანგში ლევან კობიაშვილმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფას 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ. 

მსგავსი სიახლეები

2024-07-23 15:22
სპორტი

საქართველოს ოლიმპიური ციფრები

ქართველ ოლიმპიელებში გვყავს ორი ისეთი სპორტსმენიც, რომლებსაც ოლიმპიურ სარბიელზე სამივე

2024-07-22 11:14
სპორტი

ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ კარიერაში პირველად Challenger-ის ტურნირის ფინალში ითამაშა

ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი, ყაზახი, სლოვაკი სპორტსმენები დაამარცხა. ნახევარფინალში მან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე

2024-07-19 15:53
სპორტი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები პლეი ოფში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა. პლეი-ოფის პირველ ორმატჩიან ეტაპზე, საქართველოს

2024-07-19 15:44
სპორტი

უეფა-ს პრეზიდენტი - მინდა, მოგილოცოთ თქვენ და ეროვნულ ნაკრებს ყველაზე წარმატებული დებიუტი

როგორც უეფა-ს პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ დაამტკიცა ეროვნული ნაკრების, როგორც ეროვნული სიამაყის

2024-07-18 11:54
სპორტი

წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა

კონტინენტის პირველობაზე 14 წლის ალექსანდრე ცხომელიძემ 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები