სანდრო ბაზაძის მედლების კოლექციას ტუნისის გრან პრის ბრინჯაოს მედალი შეემატა

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ტუნისის გრან პრის 2023 წლის გათამაშების გამარჯვებულის რანგში ეწვია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა დამაჯერებლად დაამარცხა იორდანელი, ჩინელი და რუმინელი მეტოქეები, საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად კი ფრანგ ბოლად აპიტს 15-13 მოუგო. ბაზაძე ფინალში გამსვლელ შეხვედრაში მასპინძელ ფარეს ფერჯანის დაუპირისპირდა, მაგრამ 14-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს - ტუნისის გრან პრის შემდეგ ხმლით მოფარიკავეთა განახლებულ რეიტინგში 266 ქულით პირველი ადგილზე სწორედ ქართველი მოფარიკავეა.
ნანახია: 462
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!
აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია
clickss