VIDEO/ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ქართულმა წყვილმა 196.14 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს და მეხუთეები იყვნენ. მათ 124.84 ქულა დაიმსახურეს (64.73 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 61.11 – პროგრამული კომპონენტებისთვის, შეცდომისთვის ერთი ქულა დააკლდათ).
ევროპის ჩემპიონები კი იტალიელები გახდნენ – ბაკარიმ და გარისემ 199.19 ქულა დაიმსახურეს და მცირედით გაასწრეს ბერულავასა და მეტელკინას.
10 იანვარს მოკლე პროგრამებით იასპარეზეს მამაკაცებმაც. 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე 77.00 ქულით ჯერჯერობით მე – 10 ადგილზეა.
თავისუფალი პროგრამა 12 იანვარს გაიმართება.
ნანახია: 318
მსგავსი სიახლეები
clickss