ჩინეთი და საქართველო ახალმა საჰაერო-სატვირთო მარშრუტმა დააკავშირა!

პეკინი, 20 ივლისი (სინხუა) – შაბათს ამოქმედდა პირდაპირი საჰაერო-სატვირთო მარშრუტი, რომელიც ჩინეთის ურუმჩის (სინძიან-უიგურის ავტონომიური რაიონი) და საქართველოს დედაქალაქ თბილისს დააკავშირებს. ამის შესახებ SF Airlines-ის ადმინისტრაცია იტყობინება.
როგორც ავიაკომპანიის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო გამტარუნარიანობის მოცულობა კი 100 ტონას გადააჭარბებს. ახალი მარშრუტი ძირითადად განკუთვნილია ელექტრონული კომერციის საქონლისა და სხვა ზოგადი ტვირთის ექსპორტისა და იმპორტისთვის.
სინძიანის რეგიონი გახდა ინტეგრირებული ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ეს სატვირთო მარშრუტი ხელს შეუწყობს "სარტყელისა და გზის" მაღალხარისხიან მშენებლობას, ასევე ხელს შეუწყობს კომერციას და ვაჭრობას ეფექტური საჰაერო ლოჯისტიკის საშუალებით, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ავიაკომპანია SF Airlines-ს 87 სატვირთო თვითმფრინავი გააჩნია და იგი მოცულობის მიხედვით ჩინეთის უდიდესი სატვირთო გადამზიდავი საერთაშორისო კომპანიაა. ავიაკომპანია აპირებს მუდმივად გააფართოოს თავისი შესაძლებლობები საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვის სფეროში და მზად არის აითვისოს ახალი მარშრუტები და მიმართულებები, აცხადებენ ავიაკომპანია SF Airlines-ის ადმინისტრაციაში.
ნანახია: 917
მსგავსი სიახლეები

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ
ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი
clickss