2024-07-27

12:36

საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვის ვიზების ორმხრივი გაუქმების შესახებ

ჩინეთი
10-04-2024 22:56

სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება. ამის შესახებ ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვის სავიზო რეჟიმისგან ურთიერთგათავისუფლების შესახებ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.

მინისტრის თქმით, ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებას. „საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა როგორც ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავების, ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და გაღრმავების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ი. დარჩიაშვილმა.

თავის მხრივ, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი, რომელიც მალე ამოქმედდება, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ ჩინეთი და შეუქმნას ახალი შესაძლებლობები როგორც ქართველ, ასევე ჩინელ ბიზნესმენებს. "ეს არის ახალი მიღწევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ეს ადასტურებს, რომ ჩინეთი და საქართველო არიან თანაბარი პარტნიორები, რომლებიც ინარჩუნებენ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს", - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

2024-07-22 12:49
ჩინეთი

ჩინეთი და საქართველო ახალმა საჰაერო-სატვირთო მარშრუტმა დააკავშირა!

როგორც ავიაკომპანიის ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება

2024-07-15 14:35
ჩინეთი

VIDEO: ოლიმპიური ცეცხლი პარიზში ჩავიდა და ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა

პირველ დღეს ესტაფეტაში სამი ჩინელი მონაწილეობდა, რომლებსაც ჩირაღდანი მორიგეობით მოჰქონდათ.

2024-07-07 18:52
ჩინეთი

ჩინელი ჟურნალისტები აგრძელებენ მოგზაურობას აბრეშუმის გზის ისტორიული მარშრუტის გასწვრივ

როგორც მოგზაურობის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მედია-ჯგუფმა მოგზაურობა ჩინეთის უძველესი დედაქალაქიდან, სიანიდან (შანსის პროვინცია

2024-07-01 17:28
ჩინეთი

VIDEO: "დამზადებულია ჩინეთში" რობოტები აძლიერებენ წარმოების მრეწველობის განახლებას

დამზადებული რობოტები ხელს უწყობენ წარმოების ინდუსტრიის განახლებას სახლში და მის ფარგლებს გარეთ. Აი როგორ?

2024-06-13 15:26
ჩინეთი

ჩინურ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფები ევროკავშირის ინდუსტრიას არ დაეხმარება: ხორვატი ექსპერტი

ხორვატიის ელექტრო მანქანების მძღოლების ასოციაციის პრეზიდენტმა, თქვა, რომ ევროკავშირის ტარიფები ჩინურ ელექტრომობილებზე ვერ დაეხმარება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები