2024-04-15

11:09

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ჩინეთი
26-02-2024 12:49

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა. 

ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

2024-04-10 22:56
ჩინეთი

საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელთათვის ვიზების ორმხრივ

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენი

2024-03-29 17:27
ჩინეთი

სოზარ სუბარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

2024-03-21 15:53
ჩინეთი

ჩინეთმა მთვარის შესასწავლად კოსმოსური თანამგზავრი გააგზავნა

მოსალოდნელია, რომ სატელიტი მოკლე ფრენის შემდეგ რაკეტას გამოეყოფა და მთვარის ორბიტაზე დაგეგმილ ადგილას რამდენიმე დღეში განთავსდება

2024-02-26 12:49
ჩინეთი

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობა და ახალ შესაძლებლობებს შექმნის

2024-02-23 10:09
ჩინეთი

VIDEO/პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდ

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე - თანამშრომლობის სამომავლო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6709
EUR: 2.8453
GBP: 3.3333

კატეგორიები