2024-04-20

20:52

ჩეხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები არსებობს - ჩეხეთის ელჩი პ. მიკისკა

შოუბიზნესი
22-03-2023 08:04

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩეხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკამ განაცხადა.

ჩეხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, ჩეხეთის ელჩმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი კულტურული ღონისძიება, რომელსაც ჩეხეთის საელჩო გაუწვევს ორგანიზებას აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით. „მომავალში ჩვენ მოვაწყობთ კინოჩვენებებს, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებსა და გამოფენებს“, - დაამატა პ. მიკისკამ.

ელჩის თქმით, ჩეხეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძლიერი მხარდამჭერეია. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ეს არ არის მარტივი გზა და მოითხოვს მიზანდასახულ სწრაფვას, ძლიერი ნებისყოფას და ზოგჯერ თავგანწირვაც კი. ევროკავშირი დამყარებულია ჭეშმარიტად დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველა წევრმა სახელმწიფომ. ევროკავშირი ეფუძნება კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტების არსებობას, - დასძინა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკამ. 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძემ. 

ჩეხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიდებული დიპლომატიური საელჩოს ხელნძღვანელები, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ავთანდილ ოთინაშვილი

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6711
EUR: 2.8453
GBP: 3.3223

კატეგორიები