2024-07-27

11:12

ყაზახეთი დემოკრატიის მიმართულებით გაბედულ ნაბიჯებს დგამს - რუმინელი დეპუტატი

შოუბიზნესი
19-03-2023 09:59

ყაზახ ხალხს ვულოცავ პირველ და ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ამის შესახებ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელმა, რუმინეთის პარლამენტის დეპუტატმა ბორის ვოლოსატიმ არჩევნებისთვის სპეციალურად შექმნილ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებისთვის მზადება იყო ძალიან სერიოზული. ყაზახეთი მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიული სამყაროსკენ. ყაზახეთის მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველი ნაბიჯი გადადგა, დღეს კი მეორე ნაბიჯს დგამს. რუმინეთისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ყაზახეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა რუმინეთის პარლამენტის დეპუტატმა ბორის ვოლოსატიმ.

თავის მხრივ, უნგრეთის სახელმწიფო ასამბლეის დეპუტატმა შანდორ კოვაჩმა ხალხს ახალი ყაზახეთის დაბადება მიულოცა.

„არჩევნების ტექნიკური მხარეც, დოკუმენტაციაც და მათი "დახურულობაც" მაღალ დონეზე იყო დაცული. ამიტომ, მინდა მოგილოცოთ ახალი ყაზახეთის გამოჩენა“, - განაცხადა შანდორ კოვაჩმა.

სლოვაკეთის სახალხო რადას წევრი პეტერ კმეტსი მიიჩნევს, რომ ყაზახეთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა ევროკავშირთან ურთიერთობაში.

„ყაზახეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ცენტრალურ აზიაში. ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე ევროკავშირთან ურთიერთობაში. რასაც დღეს ვხედავთ არის ძალიან მშვიდი არჩევნები. ხალხი დიდ ინტერესს იჩენს და ეს მისასალმებელია“, - აღნიშნა პიტერ კმეჩმა.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები