ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში მდებარე ჰატშეფსუტის ტაძარში ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

ეგვიპტის ტურიზმისა და ძველი ძეგლების სამინისტრომ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა დედოფალ ჰატშეფსუტის ტაძარში და დედოფალ ტეტის სასახლის მმართველის შერის სამარხში, რომლებიც მდებარეობს ლუქსორის დეირ ალ-ბაჰრის რეგიონში.
პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ლუქსორის გუბერნატორი აბდულმუთალიბ ამარა, უმაღლესი ძველი ძეგლების საბჭოს გენერალური მდივანი მუჰამედ ისმაილი და ეგვიპტელი არქეოლოგი დოქტორი ზაჰი ჰავასი, განაცხადეს, რომ ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა „ზაჰი ჰავასის არქეოლოგიისა და მემკვიდრეობის ფონდისა“ და უმაღლესი ძველი ძეგლების საბჭოს ერთობლივი არქეოლოგიური გუნდის სამწლიანი მუშაობის შედეგად, რომლებიც აწარმოებენ გათხრებს ამ რეგიონში 2022 წლის სექტემბრიდან.
დოქტორმა ჰავასმა განაცხადა, რომ აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის არის დედოფალ ჰატშეფსუტის სამარხი ტაძრის მთავარი შესასვლელი კარის, ე.წ. „ველის ტაძრის“ საფუძვლის ნაშთები და ჰატშეფსუტის პერიოდის იშვიათი და უნიკალური ბარელიეფები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ბარელიეფები წარმოადგენს ქანდაკების ხელოვნების ერთ-ერთ უმშვენიერეს ნიმუშებს, რომელთა მცირე რაოდენობა მოიპოვება ეგვიპტის მუზეუმებში.
ასევე აღინიშნა, რომ აღმოჩენილი ბარელიეფები წარმოადგენს ველის ტაძრის ნაშთების საუკეთესოდ შენახულ ნაწილებს, რომლებიც განადგურდა რამზესის პერიოდში და მე-19 დინასტიის დროს (ძვ.წ. 1292-1186). ეს აღმოჩენები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ისტორიაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუქსორის რეგიონი სავსეა უნიკალური არტეფაქტებით, რომლებიც იზიდავს მკვლევარებსა და ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან.
ნანახია: 299
მსგავსი სიახლეები

ჩინელი ასტრონავტები ტიანგუნის კოსმოსურ სადგურზე გასამგზავრებლად მზად არიან
ბოლო წლებში პეკინმა, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ ჩინელი ხალხის „კოსმოსურ ოცნებად“

აშშ უკრაინაში მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს და რუსეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდება ვ. პუტინისადმი: „შეწყვიტე სროლა და დადე შეთანხმება“
ტრამპი, რომელიც თანამდებობამდე ამტკიცებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ერთ დღეში დაასრულებდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა რუსეთი „აგრესორად“ აღიაროს
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იგი იღებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობას, ეძებოს

ზელენსკი აშშ-ის ყირიმზე კრიტიკას ეწინააღმდეგება; ტრამპმა რუსეთთან შეთანხმების მიღწევა გამოაცხადა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააზიარა აშშ-ის მიერ 2018 წელს მიღებული ყირიმის დეკლარაციის ფოტო, რომელიც უარყოფს
clickss