2025-02-18

22:13

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის ახალ დახმარებას გაუწევს

მსოფლიო
11-01-2025 18:38

ამერიკის შეერთებული შტატებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ახალ უსაფრთხოების დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონის) განცხადების თანახმად, უკრაინის კრიტიკული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მასალას და F-16-ის გამოყენების მხარდამჭერ აღჭურვილობას.

პრეზიდენტის უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში, დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება მოიცავს AIM-7, RIM-7 და AIM-9M საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, საჰაერო-სახმელეთო საბრძოლო მასალას, F-16-ების მხარდამჭერ აღჭურვილობას, ჯავშნიან ხიდის სისტემებს და საკომუნიკაციო და სატრანსპორტო მასალებს.

განცხადებაში აღინიშნა, რომ ეს დახმარების პაკეტი არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2021 წლის აგვისტოდან უკრაინისთვის თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გამოყოფილი 74-ე ტრანში.

ამასთან, ინგლისისა და ლატვიის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გამოცხადდა, რომ უკრაინას 30 ათასი ახალი დრონი გაეგზავნება.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლატვიისა და ინგლისის მიერ ერთობლივად მართული საერთაშორისო დრონების კოალიციის მიერ 45 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, უკრაინას 30 ათასი დრონი გაეგზავნება.

განცხადების თანახმად, ახალი დრონების დაფინანსება უზრუნველყოფილია ისეთი ქვეყნების წვლილით, როგორიცაა ინგლისი, დანია, ნიდერლანდები, ლატვია და შვედეთი.

განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის საერთაშორისო ფონდში, რომელსაც გაერთიანებული სამეფო მართავს, მოკავშირე ქვეყნების ახალი მხარდაჭერით ფონდის საერთო მოცულობამ 1.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა. პორტუგალიამ და გერმანიამ პირველად შეიტანეს წვლილი ფონდში ახალი დაფინანსების ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

2025-02-14 17:39
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას

ტრამპი არ შეხებია შეხვედრის დეტალებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი რაც შეიძლება მალე

2025-02-14 10:57
მსოფლიო

დანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე განსხვავებულ პოზიციას იკავებს ამერიკის შეერთებული შტატე

პოლსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას: ჩემი აზრით, 2025 წელს

2025-02-12 16:17
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

დონალდ ტრამპმა Fox News-ის არხზე რუსეთ-უკრაინის ორწლიან ომთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

2025-02-10 13:30
მსოფლიო

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს

სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალ გემში ადგილობრივი წარმოების კომპონენტების წილი, TCG Anadolu-სთან

2025-02-07 14:52
მსოფლიო

პანამა ტოვებს ჩინეთის „სარტყელი და გზა“ ინიციატივას

მულინომ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად მისია, განაცხადა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები