2025-01-17

22:17

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით

მსოფლიო
27-11-2024 18:14

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით. ევროკომისიის დამტკიცებას ხმა მისცა ევროპარლამენტის 370-მა წევრმა, 282 კი წინააღმდეგი იყო. 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალი წევრები უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან უნდა შეუდგნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს. ისინი, ფორმალურად, ევროპულმა საბჭომ უნდა დანიშნოს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრის პოსტს დაიკავებს. საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.

მსგავსი სიახლეები

2025-01-16 11:54
მსოფლიო

მეცნიერებმა დეპრესიასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი გენეტიკური რისკ-ფაქტორი აღმოაჩინეს

კვლევაში, რომელმაც 29 ქვეყნის 5 მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკური მონაცემები შეისწავლა, მეცნიერებმა

2025-01-15 11:26
მსოფლიო

გასულ წელს ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ბრიტანეთში დაფუძნებული კვლევითი კომპანიის Rho Motion-ის მიერ მომზადებული ელექტრომობილების გაყიდვების

2025-01-12 14:59
მსოფლიო

2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში ბუნებრივი კატასტროფების შესახებ.

2025-01-11 18:38
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის ახალ დახმარებას გაუწევს

პრეზიდენტის უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში, დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება მოიცავს

2025-01-09 16:22
მსოფლიო

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულია მრავალი ადამიანი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები