ამერიკის შეერთებული შტატები ირანს აფრთხილებს!

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს აცნობა, რომ თეირანის ადმინისტრაციის ინტერესებში არ იქნება, მათსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაცია. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის შესახებ.
მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ გაუგზავნეს გზავნილები, ირანის მთავრობის შესაბამის პირებს, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ და აცნობეს, რომ დაძაბულობის გაზრდა მათ ინტერესებში არ შედის და რომ აშშ დაიცავს ისრაელს.
მილერმა თქვა, რომ უფრო ფართო მასშტაბიანი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი „გარდაუვალია“, მაგრამ შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ამის თავიდან ასაცილებლად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება.
მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ მზად არიან ყველა შესაძლებლობისთვის.
ნანახია: 598
მსგავსი სიახლეები

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის
ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში
ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის ახალ ლიდერს აჰმედ შარას შეხვდა!
რიადში ოფიციალური ვიზიტის დროს, დონალდ ტრამპი აჰმედ შარას შეხვდა, რომელმაც ბაშარ ასადი

მსოფლიო მედიამ პუტინ-ზელენსკის შეხვედრა წამოწია: "თურქეთში დაგელოდებით"!
მსოფლიოს ყველა კუთხის საინფორმაციო წყაროებმა ზელენსკის განცხადება სხვადასხვა სათაურით
clickss