გაერო: კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიომ მინიმუმ 2,8 ტრილიონი დოლარის ზარალი განიცადა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების გამო 2000-2019 წლებში მსოფლიომ განიცადა მინიმუმ 2,8 ტრილიონი დოლარის ზარალი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ვოლკერ ტურკი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 56-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა პანელის გახსნაზე სახელწოდებით „კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის უფლებებზე“.
ტურკმა აღნიშნა, რომ მყინვარები დნება, ოკეანეები თბება, ტყეები იწვის და მდინარეები და ტბები შრება კლიმატის ცვლილების გამო და სამყაროს დიდი საფრთხე ემუქრება ადამიანის უფლებებისა და მომავლის თვალსაზრისით.
მისივე თქმით, არსებობს 80 პროცენტიანი შანსი იმისა, რომ გლობალური საშუალო წლიურმა ტემპერატურამ 5 წლის განმავლობაში 1,5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბოს, წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით.
„ჩვენ ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად დანაკარგები და ზიანი ყველაზე დაუცველ ადამიანებსა და განვითარებად ქვეყნებს აზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად იწვევენ ამას“. - თქვა ტურკმა და დაამატა, რომ მილიონობით ადამიანმა დატოვა სახლები და იძულებით გადაადგილებული გახდა ქვეყნის შიგნით კლიმატის ცვლილების გამო.
ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს ადამიანის უფლებებზე, სიცოცხლის უფლებაზე, საკვებისა და ჯანდაცვის უფლებებზე.
მან აღნიშნა, რომ დანაკარგები და ზარალი ასევე პირდაპირ გავლენას ახდენს მუშებსა და მათ უფლებებზე და რომ სიცხის გამო მუშების გარდაცვალების მესამედზე მეტი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით.
უმაღლესმა კომისარმა ხაზგასმით თქვა, რომ კლიმატის ქაოსს უზარმაზარი ეკონომიკური საფასური აქვს. „ბოლო კვლევების შეფასებით, 2000-2019 წლებში კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიომ განიცადა მინიმუმ 2,8 ტრილიონი დოლარის ზარალი“. - თქვა ტურკმა.
მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებით უშუალოდ დაზარალებული პირებისა და საზოგადოებების საარსებო საშუალებების გაძლიერებაა საჭირო და რომ ამაზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელი ქვეყნები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „კლიმატის დაფინანსება“ კლიმატთან დაკავშირებული დანაკარგებისა და ზიანის აღმოსაფხვრელად.
ნანახია: 512
მსგავსი სიახლეები

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წევრები მოუწოდებენ ტრამპს თავიდან წამოიწყოს უკრაინელი ბავშვების მონიტორ
ევროპის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტოს Eurojust-ის წარმომადგენელმა სამშაბათს

ეგვიპტეში აღმოაჩინეს სამეფო სამარხი, რომელიც 3500 წელზე მეტი ხნისაა
სამინისტროს განცხადებით, ეგვიპტის სიძველეების უმაღლესი საბჭოსთან არსებულმა კიდევ ერთმა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში აპირებს უკრაინის საკითხზე შეხვედრას ვლადიმირ პუტინთან
აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი უკრაინასა და რუსეთს შორის

ჩინელი, ირანელი და რუსი დიპლომატები აღადგენენ ბირთვულ მოლაპარაკებებს
ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პარასკევს გამართული შეხვედრების მიზანი იყო

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოლადისა და ალუმინის ტარიფები ძალაში შედის გლობალური სავაჭრო ომის გამ
ტრამპის გადაწყვეტილება უზრუნველყოფს გლობალური ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი
clickss