2024-12-09

21:35

დანია: "F-16-ების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე „ომის კანონის ფარგლებშია“

მსოფლიო
03-06-2024 13:52

დანიამ განაცხადა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც ის უკრაინას მიაწოდებს, იქნება „ომის კანონის ფარგლებში“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ამ თემაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების ფარგლებში ისინი ასევე დაეხმარებიან პილოტებსა და პერსონალს ამ თვითმფრინავების გამოსაყენებლად მომზადებაში.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ F-16-ების გამოყენების შესაძლებლობის შეფასებისას რასმუსენმა თქვა: „თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის თავდაცვა მთლიანად ომის კანონის ფარგლებშია“.

მინისტრმა რასმუსენმა განაცხადა, რომ F-16-ების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მიენიჭა „სრული უფლებამოსილება“ განახორციელოს „თვითნებური თავდასხმები“ რუსეთზე. რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინას გადაეცა „რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმით რუსული არმიის დასუსტების შესაძლებლობის გამოსაყენებლად“.

ჰოლანდია და დანია 2023 წლის მაისში უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე და მათ გამოსაყენებლად უკრაინელი პილოტების მომზადებზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

2024-12-09 12:21
მსოფლიო

სერგეი ლავროვი სირიაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

რუსმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სირიაში მდგომარეობა რთული და კომპლექსურია და განაცხადა: „ეს რთული თამაშია. მრავალი

2024-12-07 11:49
მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება!

ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს

2024-12-06 17:34
მსოფლიო

რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აღინიშნა, რომ საუბრის მიზანი იყო თავიდან აეცილებინათ შესაძლო ინციდენტები აშშ-სა და ნატოს გემებთან, რომლებიც სავარჯიშო

2024-12-05 11:16
მსოფლიო

უცნობ დაავადებას ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თავის მხრივ, კონგოს ეროვნული ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტიდან ეპიდემიური დაავადებების სპეციალისტების ჯგუფი მუშაობას

2024-12-04 16:04
მსოფლიო

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლ

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები