2025-01-15

03:27

სიკვდილით დასჯას კიდევ ერთი ქვეყანა აუქმებს

მსოფლიო
09-02-2024 10:55

ზიმბაბვეს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს კანონი, რომელიც მკვლელობის ჩამდენის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

ზიმბაბვეს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის მინისტრმა ჯენფან მუსვერმა ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარლამენტში ერთი წლის წინ გაგზავნილ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები მიღებულ იქნა.

მუსვერის თქმით, კანონის გაუქმების შემდეგ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მკვლელებისთვის სიკვდილით დასჯის ნაცვლად გრძელვადიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, სიკვდილით დასჯა, რომელიც ბრიტანეთის კოლონიური ეპოქის მემკვიდრეობაა, 2005 წლის შემდეგ ქვეყანაში არცერთ დამნაშავეზე არ დაუწესებიათ.

მსგავსი სიახლეები

2025-01-12 14:59
მსოფლიო

2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში ბუნებრივი კატასტროფების შესახებ.

2025-01-11 18:38
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი დოლარის ახალ დახმარებას გაუწევს

პრეზიდენტის უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში, დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება მოიცავს

2025-01-09 16:22
მსოფლიო

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაღუპულია მრავალი ადამიანი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა

2025-01-09 10:48
მსოფლიო

კუბაში, სამხედრო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა!

განცხადებაში აღინიშნა, რომ აფეთქების შემდეგ 13 ჯარისკაცთან ვერ ხერხდება დაკავშირება და რეგიონში გაგზავნილ იქნა მრავალი

2025-01-08 18:22
მსოფლიო

ჩისინაუს აეროპორტში, ერთ-ერთ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, მოლდოვური მედია წერს, რომ

როგორც მოლდოვური მედია იუწყება, ამანათი ჩისინაუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები