2024-07-22

03:33

საქართველოში ონკო-ენდოკრინოლოგიის მიმართულებით რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

ჯანდაცვა
13-05-2024 12:13

2024 წლის 18 მაისს, 10:00 საათზე, "გარდენ ჰოლში", საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასიციაციის ეგიდით, რიგით მეორე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ტარდება თემაზე "მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები ენდოკრინული, ნეიროენდოკრინული და ონკოლოგიური პათოლოგიების თანხვედრისას".

ღონისძების მიზანია, ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობა. კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ ექიმებს ონკო-ენდოკრინოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ენდოკრინოლოგიური გვერდითი ეფექტები, ასევე პარათირეოიდული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მკურნალობა და პორსტოპერაციული გართულებები და სხვა.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოში მოღვაწე ენდოკრინოლოგები, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტები, ონკო-ქირურგები, პათომორფოლოგები, რადიოლოგები, ქიმიოთერაპევტები და რაც მთავარია, ღონისძიების მონაწილეების სერთიფიკატები აკრედიტებული იქნება 6 უპგ ქულით.

ონკო-ენდოკრინოლოგია არის მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ჰორმონდამოკიდებული და ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეების ეტიოლოგიას და მკურნალობის მეთოდებს. ერთის მხრივ, ასეთი დაავადებების სტატისტიკურად სარწმუნო მატება, მისი გავრცელების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემასა თუ ორგანოს, აუცილებელს ხდის, სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსების ჩართვას. მეორეს მხრივ, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ონკო-ენდოკრინოლოგიის, როგორც ცალკე სამედიცინო დარგის არარსებობა განაპირობებს მსგავსი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების აუცილებლობას“ -აცხადებს „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი თამარ მაკარიძე.

„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით, პირველი და მასშტაბური საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, 2019 წელს ჩატარდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა მსოფლიოს წამყვანმა ონკო-ენდოკრინოლოგებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები გააცნეს.

მსგავსი სიახლეები

2024-07-18 12:20
ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს

2024-07-18 12:04
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: ხვეული თმის მოვლა - ძირითადი მეთოდები და პროდუქტები

მიდრეკილება სიმშრალისკენ: ხვეული თმა უფრო მიდრეკილია სიმშრალისკენ, ვიდრე სწორი თმა, რადგან

2024-07-08 12:27
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: თმის ცვენა და მისი მკურნალობა!

თმის თანდათანობით გათხელება თავის კანის ზედა ნაწილში. ეს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ასაკის მატებასთან

2024-07-05 17:02
ჯანდაცვა

„დაინახე ჩემი თვალით“ – ოფთალმოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების შეგრძნებები და ემოციები

ღონისძიებაზე ფოტოპროექტის ავტორმა გოგა ჩანადირმა მოსულ სტუმრებს ის იდეა გააცნო, თუ რა იყო მისი ინსპირაციი

2024-07-05 16:19
ჯანდაცვა

29-30 ივნისს, კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში, ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვ

ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვები ექიმთან კონსულტაციასა და პირველად კარდიოლოგიურ გამოკვლევებს მოიცავდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები