ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება
ექიმი ჰემატოლოგები და პაციენტები მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და სიახლეებზე კიდევ ერთხელ იმჯელებენ!
13 აპრილს, 12:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნიში“ (მის: თბილისი, 26 მაისის მოედანი) ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის-ყველა სისხლდენითი დაავადების დიაგნოსტირება“ გაიმართება. შეხვედრა ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის ეგიდით ეწყობა და მთავარ მიზანს ჰემოფილიით გამოწვეული ზიანის შემცირება და სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროების შეხსენება წარმოადგენს.
ღონისძიებაზე მონაწილეობენ ექიმი-ჰემატოლოგები, ექსპერტები, პაციენტები და მხარდამჭერები, რომლებიც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, მკურნალობის თანაბარ ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, პროფილაქტიკური მკურნალობის მნიშვნელობასა და მისი ეფექტურობის შესახებ. ამასთან, განიხილავენ ქართველოში ჰემოფილიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებულ საკითხებს, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.
ღონისძიებას წარუძღვება ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე და ისაუბრებს თემაზე „ჰემოფილია საქართველოში გუშინ და დღეს“. ასევე შეაჯამებს დღეს არსებულ მდგომარეობას და ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგებს.
სხვა ინოვაციურ მიღწევებზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა, ენდოპროთეზირება, ჰემოფილიით გამოწვეული ართროპათიების მკურნალობის ეფექტური მეთოდი, კვლევის თანამედროვე მეთოდებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ ქირურგიის ერ. ცენტრის, კლინიკა ახალი სიცოცხლის ჰემოფილიის ცენტრის ჰემატოლოგი, კონსტანტინე ჩომახიძე, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის, კლინიკა ახალი სიცოცხლის ხელმძღვანელი, ნიკა ჩადუნელი, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის დირექტორი, ეკა იაშვილი,
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის კლინიკური დირექტორი, ნინო გასვიანი, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგი, ორთოპედიის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კვეტენაძე, ქირურგიის ერ. ცენტრის, ჰემოფილიის ცენტრის ჰემოსტაზისა და თრომბოზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მარინა მდივნიშვილი.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება დისკუსია.
ჰემოფილიის საერთაშორისო „თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის - ყველა სისხლდენითი დაავადების დიაგნოსტირება“
ინფორმაცია პროფილაქტიკური მკურნალობის შესახებ
კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისი, როცა კლასიკური ჰემოფილიით ქალია დაავადებული. დაავადების მქონე პირებს, სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.
დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ინოვაციურმა კანქვეშა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში. დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ კვირაში ან თვეში ერთხელ საკმაოდ მარტივად კანქვეშ გაიკეთოს მედიკამენტი, რაც ხელს უწყობს სისხლის ნორმალური შედედების პროცესს და პაციენტს სისხლჩაქეცევები და სისხლდენა აღარ უვითარდება. საქართველოში კანქვეშა ინექციით პროფილაქტიკური მკურნალობა ამოქმედებულია და მასში ჩართულია 26 პაციენტი, დამატებით, მოლოდინის რეჟიმში არის 80-მდე პაციენტი, რაც ხაზს უსვამს პროგრამის გაფართოების საჭიროებას.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არსებობს მითი, რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.
მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:
· სისხლჩაქცევები
· განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.
· როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში დაიწყება
· გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ
საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 583 ადამიანია დაავადებული, მათ შორის კლასიკური ჰემოფილიით 367. მსოფლიო სტატისტიკით კი, 10 ათას მამაკაცზე ერთი ჰემოფილიით დაავადებულია. დღესდღეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დღეს, ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვე არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.
ნანახია: 436
მსგავსი სიახლეები
clickss