2024-07-27

12:36

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია (GeHRA) რაგბის კლუბ „სოხუმს“ გარეგან ავტომატურ დეფიბრილატორს უსასყიდლოდ გადასცემს

ჯანდაცვა
22-12-2023 06:04

24 დეკემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდში სასტუმროში „ლეთო“ (მისამართი: ზვიად გამსახურდიას #31) გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების  შესახებ საინფორმაციო კამპანიის  „წუთები წყვეტს... დაუბრუნე სიცოცხლე გულს“  ფარგლებში გაიმართება შეხვედრა.

კამპანიის მიზანს, დამსწრე საზოგადოებისთვის გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და  გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კამპანიის  მხარდაჭერა  წარმოადგენს. ადგილზე მოხდება სამედიცინო აპარატის დემონსტრირება და დამსწრე საზოგადოებისთვის მისი გამოყენების წესების გაცნობა. კამპანია ხორციელდება საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) ინიციატივითა და ხელშეწყობით.

დასასრულს, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) წარმომადგენლები ადგილობრივი  რაგბის კლუბის „სოხუმის“ დამფუძნებელს ლევან ჯობავას უსასყიდლოდ გადასცემენ გარეგან ავტომატურ დეფიბრილატორს.

შეხვედრას დაესწრებიან  საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის თავმჯდომარე, კახაბერ ეცადაშვილი,  საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის არჩეული თავმჯდომარე, ხათუნა ჯალაბაძე,  გარეგანი დეფიბრილატორების მწარმოებელი კომპანია Zoll-ის წარმომადგენელი  გიორგი ლიპარტელიანი და კამპანიის ხმარდამჭერი,   საქართველოს რაგბის  ეროვნული ნაკრებისა და კლუბ "შავი ლომი"-ს კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

„კლუბი „სოხუმი“ არსებობს მხოლოდ კერძო შემოწირულობებით. შესაბამისად, როდესაც დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემის კანდიდატებს ვარჩევდით, სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ. ჩვენი მიზანია, რომ ყველა სპორტული კლუბი მომავალში აღჭურვილი იყოს ავტომატური დეფიბრილატორებით. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომ სხვა კლუბებმაც და ორგანიზაციებმა აიტაცონ აღნიშნული ინიციატივა,“ - განმარტავს კახაბერ ეცადაშვილი.

„რაგბის კლუბი "სოხუმი" მდებარეობს ზუგდიდში. 7 წელია რაც ფუნქციონირებს და დაკომპლექტებულია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებითა და ახალგაზრდებით. უსაფრთხოება ყველა სპორტში მნიშვნელოვანია. ასევე ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ყველა მიმართულებით.  გულის გაჩერების შემდეგ, პირველ წუთებში, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია. თუმცა, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია ამის ალბათობა. ამრიგად, მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. ამიტომ გარეგანი დეფიბრილატორები განლაგებული უნდა იყოს ყველა სპორტულ დარბაზებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში,“ -   აღნიშნავს რაგბის კლუბი „სოხუმის“ დამფუძნებელი, ლევან ჯობავა.

სამედიცინო აპარატი - დეფიბრილატორი  ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით უზრუნველყოფს გულის კუნთის ამუშავებას. მისი გამოყენება მარტივია და შესაბამისი ინფორმაციის ფლობის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში.  კვლევები აჩვენებს, რომ გულის გაჩერების დროს, საჯარო სივრცეში დეფიბრილატორის გამოყენება ასოცირდება, საშუალოდ, გადარჩენის 40%-თან, საჭირო დახმარების აღმოჩენის გარეშე სიკვდილობა >95%. ამრიგად, გამოკვეთილია დეფიბრილატორის განთავსების საჭიროება საჯარო სივრცეებში.

ცნობისათვის,  საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილის სტატისტიკა არასრულყოფილია. თუმცა მსოფლიო სტატისტიკით, მაგალითად,  ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 350 000 ადამიანი იღუპება უეცარი კარდიული სიკვდილით, რაც  დღეში დაახლოებით 800 უეცარ სიკვდილს ნიშნავს. ა.შ.შ.-ს სტატისტიკის საქართველოში პირდაპირ გადმოტანით, საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი დაიღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. რაც უფრო მალე გამოვიყენებთ ავტომატურ დეფიბრილატორს მით მეტია გადარჩენის შანსი.

მსგავსი სიახლეები

2024-07-26 13:28
ჯანდაცვა

„ჩემი ახალი გზა სკა-სთან ერთად“ - პაციენტები და ექიმები მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე შ

ღონისძიებაზე მოხდება პაციენტების ისტორიების გაზიარება, პაციენტის და ექიმის თვალით შეფასებული მკურნალობის შედეგების განხილვა

2024-07-22 13:19
ჯანდაცვა

რატომ ვერ ახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო დანაპირების შესრულებას?

წარმატებული მკურნალობის საწინდარი ადრეული დიაგნოსტიკაა, რომელმაც სიმპტომების პროგრესირება და გამწვავება უნდა შეაჩეროს.

2024-07-18 12:20
ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა

საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს

2024-07-18 12:04
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: ხვეული თმის მოვლა - ძირითადი მეთოდები და პროდუქტები

მიდრეკილება სიმშრალისკენ: ხვეული თმა უფრო მიდრეკილია სიმშრალისკენ, ვიდრე სწორი თმა, რადგან

2024-07-08 12:27
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: თმის ცვენა და მისი მკურნალობა!

თმის თანდათანობით გათხელება თავის კანის ზედა ნაწილში. ეს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ასაკის მატებასთან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები