2024-10-13

12:26

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებამ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა

ჯანდაცვა
19-12-2023 09:15

ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა არაზუსტი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია "პსპ" აქვეყნებს ინფორმაციას.

მასში კერძოდ აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან.

"2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თვისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდი ფარმაცევტული ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა  29%-ს არ აღემატება;

PSP-ს ქსელში იგივე მედიკამენტების შესასყიდი / გასაყიდი ფასებია:

რეფერენტული ფასების აუცილებლობაზე PSP-ს მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა განცხადება გაკეთებული და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულის აუცილებლობას.  გარდა იმისა, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომწოდებლებისგან მივიღოთ უფრო დაბალი შესასყიდი ფასი, ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტროს მოუსპობს შესაძლებლობას გაავრცელოს არაზუსტი ინფორმაციები", - ნათქვამია კომპანია "პსპ"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-10-07 18:19
ჯანდაცვა

ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად

ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ

2024-09-18 11:45
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: როგორ წარმოვაჩინოთ ნაკვთების სილამაზე მინიმალური მაკიაჟით — რჩევები მოზარდებს?

განურჩევლად იმისა, თვალებზე გსურთ აქცენტის გაკეთება, ტუჩის ფორმის უკეთ წარმოჩენა გინდათ თუ

2024-08-16 16:12
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი, რომელსაც ასევე კოსმეტიკურ ტატუირებას უწოდებენ, ძალიან პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა. სახის ნაკვთების

2024-08-07 13:03
ჯანდაცვა

PSP-ს ბლოგი: ნიღბები სახის კანისთვის

სახის ნიღბები კანის მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ისინი გვეხმარება კანის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში

2024-07-31 14:51
ჯანდაცვა

„ჩემი ახალი გზა სკა-სთან ერთად“ - პაციენტებმა და ექიმებმა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე

ღონისძიებაზე პაციენტებმა და პაციენტის ოჯახის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები