2025-05-21

06:44

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

კულტურა
11-03-2025 12:09

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს  დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი  „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“.

სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაბრუნებული ნახატები საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა. 

საქართველოს კულტურის სამინისტრომ  მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი “ქრისტეს ოთხი მოციქული” იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში “ლარნაკი ყვავილებით” ბელგიაში, 2024 წლის ბოლოს შეიძინა.

1921 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო. გასაბჭოების შემდეგ, “ქრისტეს ოთხი მოციქული” ოლდენბურგების კოლექციიდან მოგვიანებით იტალიაში აღმოჩნდა. ნამუშევარი ერთი პანოს ორი ნაწილია.  რესტავრატორების მიერ დათვალიერების შემდეგ, ნახატები ხელოვნების სასახლეში, გოთურ დარბაზში გამოიფინება. რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს - “ლარნაკი ყვავილებით”, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. 

საქართველოს კულტურის სამინისტრო განაგრძობს სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას.

მსგავსი სიახლეები

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის

2025-05-13 15:22
კულტურა

დღეს ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება!

წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად

2025-05-09 16:19
კულტურა

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს

იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები