ბაქოს პიანო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროექტის "ჩვენი კავკასია" პრეზენტაცია!
აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მოღვაწე ნინი ქარსელაძე, რომელიც 11 წელია ბაქოში ქართული კომპანიის დირექტორია და ქართული დიასპორის წარმომადგენელი - შექმნა კულტურულ საგანმანათლებლო პროექტი “ჩვენი კავკასია”, რომლის მისიაცაა კავკასიის ქვეყნების კულტურის, ისტორიის და ტრადიციების პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
20 ივნისს ბაქოს პიანო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროექტის "ჩვენი კავკასიის" პრეზენტაცია, სადაც მიწვეული იყო ქართველი მუსიკოსი ია მაისურაძე, ასევე პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აზერბაჯანში და მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საპატიო სტუმრები კულტურის, პარლამენტის და წამყვანი პრესის და ტელევიზიების წარმომადგენლები.
პროექტის "ჩვენი კავკასია" გენერალური სპონსორია Pasha Holding, პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ჩინგიზ აბდულაევმა, მწერალი და მწერალთა კავშირის წევრმა, ფუად ახუნდოვმა ისტორიკოსი და ბაქოს არქიტექტურის მთხრობელი, სიავუშ კერიმიმ - დამსახურებული არტისტი და აზერბაიჯანის კონსერვატორიის რექტორი, ომარ გასანოვმა- დამხაეულებული სკულპტორი, სამხატვრო აკადემიის რექტორი და ჰეიდარ ალიევის ორდენის შარაფის მფლობელი.
ღონისძიებაზე გაჟღერებული იყო როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.
ნანახია: 549
მსგავსი სიახლეები
clickss