2025-07-01

07:56

მთამსვლელი და კინორეჟისორი რაინჰოლდ მესნერი მესტიის კინოფესტივალში მონაწილეობს

კულტურა
25-07-2024 12:11
ცნობილი მთამსვლელი და კინორეჟისორი რაინჰოლდ მესნერი მესტიის კინოფესტივალში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს!
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უკვე მეოთხედ მასპინძლობს.
კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას და თავისი ფილმის „ნანგა პარბატი - ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მთა“ ჩვენებას თავად რაინჰოლდ მესნერი დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ფილმი მესნერების ოჯახის საიდუმლოებით მოცულ ტრაგედიას ეხება.
ცნობილი მთამსვლელი და რეჟისორი რაინჰოლდ მესნერი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებლის ხათუნა ხუნდაძის მოწვევით სტუმრობს ფესტივალს.
გახსნის ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, დარგის სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,რიჰომ" შეასრულა სვანური სიმღერები.
საკონკურსო ფილმების სექცია გაიხსნება გიორგი ოვაშვილის ფილმით ,,ყინვა და პატარა მოწაფე". მაყურებლები ნახავენ ავსტრალიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, სომხეთიდან ესტონეთიდან, თურქეთიდან შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. მთის ფილმების სექციაში ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ეკვადორიდან, რუმინეთიდან, არგენტინიდან, სლოვენიიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.
ფესტივალის ბოლოს ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ოსკარზე წარდგენილი ფილმი ,,მოქალაქე წმინდანი".
საკონკურსო ჟიური დაკომპლექტებულია საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და რუმინეთის წარმომადგენლებით. თითოეული მათგანი ცნობილი ხელოვანი და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
ფესტივალს აშუქებს საერთაშორისო პრესა ბრაზილიიდან, გერმანიიდან, კორეიდან, ესპანეთიდან და ამერიკიდან.
საპატიო სტუმარს მესტიაში გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია. მათ მესტიის საერთაშორისო ფესტივალისა და საქართველოში მთამსვლელობის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.
რაინჰოლდ მესნერმა ჯერ ალპებში, შემდეგ კი მსოფლიოს ურთულეს მწვერვალებზე მარტო და ჟანგბადის გარეშე ასვლის ტრადიცია დაამკვიდრა. ის პირველი ადამიანია, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე, მარტო ავიდა. ასევე პირველმა მეწყვილე პიტერ ჰაბელერთან ერთად მწვერვალი ჟანგბადის გარეშე დაიპყრო. ის არის პირველი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს 14-ვე 8000-იანი მწვერვალი დალაშქრა, თანაც მათი ნაწილი სრულიად მარტომ და ჟანგბადის გარეშე. მის სახელს უკავშირდება მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა. 30 წლის მანძილზე მან 3 500-ჯერ დალაშქრა სხვადასხვა მწვერვალი.
ფესტივალი 2021 წელს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან ერთად დააფუძნა რეჟისორმა და პროდიუსერმა ხათუნა ხუნდაძემ.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100064829331496

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები