2025-02-15

08:47

იორდანიაში საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

კულტურა
23-07-2024 11:58
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, სადაც კულტურის მინისტრ ჰაიფა ნაჯარის შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი და ორივე მხარის სამინისტროების თანამშრომლები.
კულტურის მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე.
შეხვედრაზე მასპინძელთა შეთავაზებით დაიგეგმა არქეოლოგიური ძეგლების მონახულება, სადაც მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაწყება შეიძლება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის კულტურულ ფესტივალში, რომელიც მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას ღირსეულად წარმოაჩენს აჭარის რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრი ჰაიფა ნაჯარი საქართველოში მოიწვია.

მსგავსი სიახლეები

2025-02-14 16:19
კულტურა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის ურყეობის დასტურად კულტურის სფეროს წარმომადგე

კულტურის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია“, — განაცხადა მან შეხვედრაზე

2025-02-14 11:44
კულტურა

თბილისის კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

თბილისის კონსერვატორიის რექტორმა ადგილზე სტუდენტებისთვის მასტერკლასები გამართა

2025-01-24 10:43
კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 19 ფილმი იქნება წარმოდგენილი

ჟიურის, რომელიც გადაწყვეტს „ოქროს დათვისა“ და „ვერცხლის დათვის“ მფლობელებს, თავმჯდომარეობს ამერიკელი

2025-01-01 13:35
კულტურა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლი

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო

2024-12-18 11:46
კულტურა

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემი

ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის - Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.ფილმის რესტავრირებული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები