2025-04-30

06:55

Perform Europe-მა 42 პარტნიორობის პროექტი შეარჩია, რომელთა შორის საქართველოდან წარდგენილი ინიციატივებიც მოხვდა

კულტურა
12-07-2024 17:04

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, Perform Europe,  42 პარტნიორობის პროექტს 2.1 მილიონი ევროს მოცულობის გრანტი გამოუყო. 

პროექტების ფარგლებში „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის წევრი ქვეყნების საშემსრულებლო ხელოვნების სექტორში მომუშავე 196 პარტნიორის 63 ნამუშევრის გასტროლები დაფინანსდება. 

„შერჩეული პროექტები აჩვენებს შემოქმედებითი ხელოვნების ძალას, გამოიწვიოს სოციალური ცვლილებები, ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას, მიიტანოს ხელოვნების ნიმუშები ყველა სახის აუდიტორიამდე და შეეჭიდოს აქტუალურ გლობალურ პრობლემებს“ – ნათქვამია „შემოქმედებითი ევროპის“ პრესრელიზში. 

ამასთან, მთლიანი დაფინანსების 13% მოხმარდება პროექტებს, რომლებიც უკრაინულ საშემსრულებლო ხელოვნების სექტორს უჭერს მხარს. 

შერჩეულ პროექტებს შორის ერთ-ერთია საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის საერთო ინიციატივა. რადგან ამ ქვეყნების ისტორიული კონტექსტები ერთმანეთს სიღრმისეულად ეხმიანება, ეს პროექტი 60,000 ევროს მოცულობის გრანტს იმისთვის მიიღებს, რომ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მონაწილეობითი პერფორმანსი „სათბური“ წარადგინოს. 

„’სათბური’ სამხედრო კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილების საკითხს ეხება და აუდიტორიას სცენაზე დროებითი თავშესაფრის ასაშენებლად იწვევს,“ – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში, – „მიგრაციის საზიარო გამოცდილება, რომელიც მთიანი ყარაბაღის, რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ომების შედეგია, ადგილობრივი აუდიტორიის ჩართვისა და ეკომიგრაციისა და კლიმატის ცვლილების უფრო ფართო პრობლემების გააზრების შესაძლებლობას იძლევა“.

კიდევ ერთი პროექტი მხარს დაუჭერს მარიუპოლში ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო პერფორმანსს, „ალასკა – ბედნიერებისკენ სწრაფვა & მოძალადე სამყარო“, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ოთხი თვით ადრე დაიწერა. ნამუშევარი ქალაქის ახალგაზრდებს თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს მას მერე, რაც მათი თეატრი სრულად განადგურდა. პერფორმანსი გასტროლებით ეწვევა პოლონეთს, უნგრეთსა და ბოსნიას და მისი შემსრულებლები ადგილობრივ ახალგაზრდა მსახიობებსა და ამ ქვეყნებში მცხოვრებ უკრაინელებს შეხვდებიან. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

შერჩეული პროექტების სია

მსგავსი სიახლეები

2025-04-24 17:55
კულტურა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროც

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

2025-04-15 11:40
კულტურა

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ

კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

2025-04-13 12:30
კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები

ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

2025-04-11 12:31
კულტურა

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

2025-04-08 10:37
კულტურა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები