2024-07-27

03:22

VIDEO/ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა

კულტურა
13-03-2024 11:36

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გაიმართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

„შედგა ჩვენი კლიპის პრემიერა და უბედნიერესი ვარ, რადგან რეაქციებს ვაკვირდებოდი, განსაკუთრებით, დაპატიჟებული სტუმრების – ყველას ძალიან მოეწონა. ახლა შედგება ჩვენი სატელევიზიო პრემიერა. ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ხალხის რეაქციებს, როგორი შედეგი დავდეთ ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ჯერ – ჩვენთან, შემდეგ კიდევ მსოფლიოც ნახავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერის შემდეგ ნუცა ბუზალაძემ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

„მიხარია, რომ, პირველ რიგში, ჩვენი სამუშაოები დამთავრდა და როგორც იქნა, მაყურებელმა ნახა კლიპი. მოხარული ვარ, რომ ყველას მოეწონა. ეს იქნება ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ შემდეგში ნუცას დიდი წარმატება ელოდება წინ. ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ“,- აღნიშნა ზაზა ორაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

„ევროვიზია ყოველთვის დაკავშირებულია ასეთ ხალხმრავლობასთან და ძალიან კარგ განწყობასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს გვაქვს განსხვავებული შემადგენლობა, რადგან ძალიან ინტერნაციონალურმა გუნდმა იმუშავა პროექტზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მაყურებელი ისე მიიღებს ამ კლიპს და სიმღერას, როგორი ენერგიითაც ნუცა არის განწყობილი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

„რედისონ რედის“ გენერალური მენეჯერის, ივიცა ლორიჩის თქმით, მოხარულია, რომ ბრენდი ახალგაზრდა მუსიკოსებს მხარს უჭერს.

„ძალიან გვიხარია ამ საოცარ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენი ბრენდის სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი არის მუსიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და გვეხმარება დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნაში. მოხარული ვართ, რადგან გვაქვს პრივილეგია, მხარი დავუჭიროთ ისეთ ნიჭიერ მუსიკოსებს, როგორიც ნუცა ბუზალაძეა“, – აღნიშნა ივიცა ლორიჩმა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს. კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო: https://1tv.ge/news/nuca-buzaladzis-evroviziis-simgherisa-da-videorgolis-premiera-gaimarta/

მსგავსი სიახლეები

2024-07-25 12:11
კულტურა

მთამსვლელი და კინორეჟისორი რაინჰოლდ მესნერი მესტიის კინოფესტივალში მონაწილეობს

ცნობილი მთამსვლელი და რეჟისორი რაინჰოლდ მესნერი საქართველოს კულტურისა და სპორტის

2024-07-23 11:58
კულტურა

იორდანიაში საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე მასპინძელთა შეთავაზებით დაიგეგმა არქეოლოგიური ძეგლების მონახულება, სადაც მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაწყება შეიძლება

2024-07-12 17:04
კულტურა

Perform Europe-მა 42 პარტნიორობის პროექტი შეარჩია, რომელთა შორის საქართველოდან წარდგენილი ინიციატივე

შერჩეულ პროექტებს შორის ერთ-ერთია საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის საერთო ინიციატივა.

2024-06-26 17:54
კულტურა

თურქმენეთის ელჩი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

ელჩმა აღნიშნა, რომ თურქმენეთში და მის ფარგლებს გარეთ დიდი თურქმენი პოეტის და ფილოსოფოსის მაახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილესადმი

2024-06-18 11:34
კულტურა

საქართველოს დღეები იაპონიაში წარმატებით დასრულდა!

პირველივე დღეს მრავალფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა ღონისძიებებმა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და ორი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები