2024-12-11

01:46

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა განახლდა

კულტურა
27-01-2024 12:01
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, მეჰმეთ ნური ერსოისთან. მხარეებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას“. ეს არის გაგრძელება ანალოგიური პროგრამისა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა და რომლის ვადა 2021 წელს ამოიწურა. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში - ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, სამუზეუმო, საგამომცემლო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანი დიანა მალაზონია, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი თამარა თევდორაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ კეთილაძე.
შეხვედრაში თურქეთის მხრიდან მონაწილეობდნენ კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე გიოქჰან იაზგი, კაბინეტის უფროსი ფათიჰ გურქანი, მინისტრის მრჩეველი ალი ერჯანი, ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიოზდე შაჰინი და კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორი ბიროლ ინჯეჯიქოზი.
ორ მთავრობას შორის 2017-2021 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, თურქულმა მხარემ 4 მილიონ დოლარზე მეტი საბიუჯეტო სახსარი გამოყო, რის შედეგადაც მათი მხრიდან აღდგა იშხანი, თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახლდა და, ძეგლის ავთენტიკურობის პრინციპის დაცვით, გამაგრდა ოშკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარხალს. დაწყებულია პროცედურები ტბეთის მოვლა-შენარჩუნების მიზნითაც.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა თურქული მხარის მიერ წინა პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოების გამო.
პროგრამის განახლება განსაკუთრებული წარმატებაა, ვინაიდან წინა - 2017-2021 წლების პროგრამას ვადა ამოეწურა, მისი განახლების შესახებ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კი 2021 წლიდან მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები

2024-11-18 16:10
კულტურა

იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული 17 ნოემბერს ემოციური და ხალისიანი ღონისძიებით დაიწყო

კვირეულის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ჩვენი საელჩოს მიერ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის

2024-11-13 13:27
კულტურა

#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2024 წლის 16-22 ნოემბერი)

იტალიური სამზარეულოს - მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი

2024-11-13 12:51
კულტურა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ილია თოფურიაზე გადაღებული დოკუმენტური ფ

ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურია

2024-11-07 15:04
კულტურა

ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს 7 ნოემბრიდან უმასპინძლებს

განახლებულ სახლ-მუზეუმში განხორციელდა მუზეოგრაფიის პროექტი, რომლის მიზანი იყო სრულად აღდგენილიყო ელენე ახვლედიანის

2024-11-06 11:09
კულტურა

იტალიის საელჩო: იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭ

ცნობილმა ქართველმა რეჟისტორმა და სცენარისტმა მერაბ კოკოჩაშვილმა ელჩს გააცნო თავისი ახალი კინოსურათი „ტერცო მონდო“,





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები