2025-05-21

06:19

ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა

საზოგადოება
11-04-2025 15:17

4 აპრილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ახალციხეში ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი.  სივრცის მიზანია დაუახლოვოს ევროკავშირი მოქალაქეებს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის, რათა ისინი ჩაერთონ ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში, ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციაზე და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების განმტკიცებისადმი საქართველოს ყველა რეგიონში“, განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ გახსნის ცერემონიაზე.

საინფორმაციო პუნქტი გაიხსნა ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში და ადამიანის უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“.

დამატებით ინფორმაცია 

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 10:01
საზოგადოება

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!

აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

2025-05-15 14:46
საზოგადოება

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

2025-04-29 11:08
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ

2025-04-11 15:17
საზოგადოება

ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა

საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები