კახა ოქრიაშვილი: ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით - ვითხოვთ სამართლიანობას!
რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.
ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობს ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეურთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 262
მსგავსი სიახლეები

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ. "ოცნების ქალაქში" მომხდარ

კახა ოქრიაშვილი: თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით - გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს

კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით
ქვეყანაში 3-4 თებერვალს კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური

კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“: „თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩე
სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა

კახა ოქრიაშვილი: მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით
clickss