2024-12-10

22:39

კახა ოქრიაშვილი: „ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების პირობებში, ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარი და ბოლოს, „გაკუპონდეს“ კიდეც!

საზოგადოება
17-10-2024 15:14

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა.

რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ფინანსურს. გამოდის, დასავლეთისთვის ომის გამოცხადებით, „ოცნება“ ომს უცხადებს დასავლურ და ამით საკუთარი ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მომავალში დაბრკოლებებს შეუქმნის მის შემოდინებას.
არჩევნების გაყალბების და „ოცნების“ მიერ ხელისუფლების უკანონოდ მითვისების პირობებში, ლარის კურსი იქნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარიც და შესაძლოა, „გაკუპონდეს“ კიდეც. ლარის კურსი პირდაპირაა დამოკიდებული „ოცნების“ ქმედებებზე - დარჩებიან ხელისუფლებაში ?! ახლანდელი 500-ლარიანი პენსია დოლარში შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს, ან 2027 წელს 3 500-ლარიანი ხელფასის რეალური ღირებულება 100-150 დოლარი იყოს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას. შეგახსენებთ, ასე იყო ადრეც, როცა საჩხერელ ფერმერებს მიუწოდა, პირადი ბანკირი აიყვანეთო.
არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მინდა, ყველა დავაფიქრო - თუ „ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან საბოოლოდ გაფუჭდება და ქართველი ხალხის შემოსავლები და ხელფასები ლარში სასტიკად გაუფასურდება.
26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს ხელისუფლება!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

2024-12-09 13:36
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და

დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება რუსეთშიც - დაემხობა რეჟიმი და იმედი მაქვს, დაიბადება ახალი, დემოკრატიული, მეზობელი

2024-11-20 17:30
საზოგადოება

VIDEO: 2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრს გადაეცა

2024-11-18 15:29
საზოგადოება

VIDEO: საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა

ევროვიზიაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნათია მშვენიერაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითმა

2024-11-16 11:42
საზოგადოება

ცესკო-ს სხდომაზე "ნაციონალების" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი

ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა. რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე

2024-11-11 15:53
საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები