2024-10-15

05:00

კახა ოქრიაშვილი: „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს“

საზოგადოება
24-07-2024 12:43
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
„სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. „ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და შედეგად, ყველაფერი შიშით იმართება, არასდროს მოხვედრილან და ვერც მოხვდებიან ევროკავშირში. მაგრამ ამავდროულად, „ოცნების“ მთელი პროპაგანდა, პრემიერიდან რიგით დეპუტატამდე, იმაზეა აგებული, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.  

თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, ვერასდროს გავხდებით დასავლეთის ნაწილი.

დღეს „ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს და არსებობს დიდი საშიშროება, ამ ორმაგი თამაშით ქვეყანა ომში გახვიოს. ამ ხელისუფლების სიტყვას არ ენდობა არც დასავლეთი და აღარც რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ „ოცნება“ „აფერისტი“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს მიცემული დაპირება არ შეუსრულა. ისევე, როგორც არ შეუსრულა დაპირებები დასავლეთს და ახლა ჩინეთის მოტყუებას ცდილობს. სამწუხაროდ, ისეთი თამაშები, როცა არ გაგაჩნია, არც ეკონომიკა, არც თავდაცვისუნარიანობა და აღარც შენს სიტყვას აქვს ფასი, ცუდად მთავრდება. „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს.

მე მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს.

ეს არჩევნები, ერთის მხრივ, იქნება - „ოცნება“, ომი, ემიგრაცია, ძალადობა, სიტყვის გატეხა, რეგრესი, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი და კოალიციური ხელისუფლება, მშვიდობა, განვითარების პერსპექტივა, პროგრესი და შესაძლებლობების ფანჯარა ყველა მიმართულებით!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.  

მსგავსი სიახლეები

2024-10-14 12:13
საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, მაშინ როდესაც საარჩევნო

2024-10-11 17:35
საზოგადოება

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა

შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა

2024-10-11 11:30
საზოგადოება

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო

2024-10-10 10:46
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: "პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაშ

თურმე, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამიტომ იმპიჩმენტი უნდა მოუწყონ, ვითომ ეყრდნობიან კონსტიტუციას და ამ სიტყვასა

2024-10-09 17:27
საზოგადოება

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაცი

დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები