2024-12-09

20:50

AZERTAC-ი მკაცრად გმობს საფრანგეთის ხელისუფლების მიკერძოებულ პოზიციას სააგენტოს ჟურნალისტის მიმართ!

საზოგადოება
12-06-2024 17:53

საფრანგეთის ხელისუფლებამ, რომელიც ახორციელებს მიკერძოებულ პოლიტიკას აზერბაიჯანის წინააღმდეგ, დაიწყო მისი გამოყენება ქვეყნის მედიის წარმომადგენლების მიმართ. საფრანგეთის უკანონო და უსაფუძვლო ბრძანების საფუძველზე, 11 ივნისს, ქალაქ ბონში სემინარში მონაწილეობის მისაღებად შენგენის ზონაში AZERTAC-ის გაგზავნილი თანამშრომლის შესვლა დაბლოკეს. კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (UNFCCC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ჟურნალისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კიოლნის/ბონის აეროპორტში სააგენტოს კორესპონდენტს აიგუნ ჰასანოვას უთხრეს, რომ საფრანგეთმა მას შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა. იმის გათვალისწინებით, რომ შენგენის მრავალჯერადი ვიზა, სემინარზე მოწვევა და სხვა დოკუმენტები წესრიგში იყო, გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეკვლია ეს საკითხი.

საფრანგეთის მიერ მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების შედეგად, AZERTAC-ის კორესპონდენტი რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს აეროპორტში, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტუაციაში ჩაერია აზერბაიჯანის საელჩო გერმანიაში და UNFCCC სამდივნო და გერმანიის ხელისუფლება დარწმუნდა საფრანგეთის მოთხოვნის უსაფუძვლობაში, სააგენტოს კორესპონდენტს ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცა.

გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიებაზე ჟურნალისტი UNFCCC-ის სამდივნომ მიიწვია და კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გლობალური პრობლემაა. საფრანგეთის ასეთი ქმედებები ჟურნალისტების წინააღმდეგ აჩენს დიდ კითხვას: რატომ ცდილობს საფრანგეთი ხელი შეუშალოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მონაწილეობა მიიღოს მედია ტრენინგში მაინც და მაინც მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ნოემბერში, ბაქოში COP29-ის სამიტი უნდა ჩატარდეს? საფრანგეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბევრი ფრანგი ჟურნალისტი ჩამოვა ბაქოში COP29-ში მონაწილეობის მისაღებად. და ნუთუ ასეთი პოლიტიზებული მიდგომა მათ მიმართაც უნდა იყოს გამოყენებული?! ჩვენ მივიჩნევთ და მკაცრად ვგმობთ საფრანგეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯს AZERTAC-ის თანამშრომლის მიმართ, როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას, აზრთა მრავალფეროვნების პრინციპის დარღვევას და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ მიკერძოების გამოვლენას.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ადრეც იკავებდა მიკერძოებულ პოზიციას AZERTAC-ის ჟურნალისტების მიმართ, მათ ჯაშუშებს უწოდებდა და თავის მედიაში ცილისმწამებლური კამპანია აწარმოებდა მათ წინააღმდეგ. საფრანგეთის ხელისუფლების ასეთი ქმედებები, რომლებიც თავს მედიის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და აზრთა მრავალფეროვნების პრინციპების „მაუწყებლებად“ ასახელებენ, არ ჯდება არანაირ ლოგიკაში.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის არადამაკმაყოფილებელი პოლიტიკის შედეგად, მისმა პარტიამ ამ დღეებში მწარე მარცხი განიცადა ევროპარლამენტის არჩევნებში. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებას შიდა პრობლემების მოგვარების ნაცვლად არ სურს დათმოს მიკერძოებული პოზიცია აზერბაიჯანის მიმართ, რომელიც არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე და განაგრძობს თავისი ბინძური ზრახვების განხორციელება ცალკეული პირების, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ.

მსგავსი სიახლეები

2024-12-09 13:36
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და

დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება რუსეთშიც - დაემხობა რეჟიმი და იმედი მაქვს, დაიბადება ახალი, დემოკრატიული, მეზობელი

2024-11-20 17:30
საზოგადოება

VIDEO: 2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრს გადაეცა

2024-11-18 15:29
საზოგადოება

VIDEO: საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა

ევროვიზიაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნათია მშვენიერაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითმა

2024-11-16 11:42
საზოგადოება

ცესკო-ს სხდომაზე "ნაციონალების" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი

ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა. რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე

2024-11-11 15:53
საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები