საქართველოს დედაქალაქში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და „ექსპოჯორჯიას“ მრავალფუნქციურ სივრცეში გამართული საზეიმო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრა.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური, ეკომონიკური და კულტურული წრეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ასევე, საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა და იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კავშირზე ისაუბრა.
იტალიისა და საქართველოს ჰიმნები ნიჭიერმა ახალგაზრდა მეცო სოპრანო ნინო კიკილაშვილმა იმღერა, ვოკალური ჯაზ-კომპოზიციები კი ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ელენე კალანდაძემ შეასრულა. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” მოცეკვავეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები საბალეტო სპექტაკლიდან „ბეატრიჩე“, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა (მუსიკის ავტორი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი, დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფიის ავტორი კი მარიამ ალექსიძეა).
სტუმრებს დახვდათ იტალიური დიზაინერული ნაკეთობები (ავეჯი, მრავალფეროვანი აქსესუარები და იტალიის სიამაყედ ქცეული Alfa Romeo-ს ავტომობილები), სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი და საუკეთესო იტალიური ღვინოები), იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები და საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ორი იტალიელი შეფ-მზარეულის, ენცო ნერისა და „მასტერშეფის“ ფინალისტის, დიეგო ბუტილიონეს მიერ მომზადებული დესერტი.
დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.
ნანახია: 825
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბე
მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის"

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირები
ქმედება კანონების გაძლიერებისა და აღსრულებისთვის, რათა ძალადობის ყველა ფორმა აღმოიფხვრას

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში

იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის
დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, პროექტის
clickss