ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ უერთდება
საზოგადოება
03-06-2024 15:04
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„ვეხმაურები და ვუერთდები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის ინიციატივებს:
1. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ - ასეთი პლებისციტი უკვე ჩატარდა 2008 წელს, როცა ქართველმა ხალხმა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. ამის შემდეგ 15 წელი გავიდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლური და ამავდროულად, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. მეორეს მხრივ, დღეს ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოქმედი ხელისუფლების რიტორიკის საპირისპიროდ, ქართველი ხალხის 90 %-მდე სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც კიდევ ერთხელ საჭიროებს დადასტურებას რეფერენდუმით, რათა ხალხმა ნათლად მიუთითოს ხელისუფლებას, თუ სად უნდა ყოფნა და საით მიდის ქვეყანა.
____
2. ოპოზიციის გაერთიანების შესახებ - ვეთანხმები და ვიზიარებ დიდი ოპოზიციური ერთობის იდეას ერთი პარტიული სიის გარეშე. დიახ, ყველა პარტიამ უნდა მოიპოვოს საკუთარი მხარდაჭერა და ამის პროპორციულად მიიღოს წარმომადგენლობა პარლამენტსა და მთავრობაში, ზუსტად იგივე იმავე მექანიზმით, როგორც ეს ევროპაში ხდება, საითკენაც ასე მივისწრაფით“, - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
ნანახია: 498
მსგავსი სიახლეები
clickss