ალეკო ელისაშვილი - მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა, ესენი უნდა გავყაროთ

მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში, ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა.
„ხომ იცით, რამდენჯერ გავლანძღულვარ „ოცნების“ ხალხთან ტყუილ-უბრალოდ, ფული აიღეს, შმული აიღესო. მაშინ ის გავბედე, რაც ვერავინ გაბედა ოპოზიციიდან. ყველას უნდოდა და არავის ერთი ადგილი არ ჰქონდა. არასდროს კაპიკი არ ამიღია. მე ვარ მართალი ჩემს საქართველოსთან. სულ ვცდილობდი, მეთანამშრომლა, მელაპარაკა. რუსეთში მიგვათრევენ, ხალხნო. „ქოცი“, „ნაცი“ არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთში მიგვათრევენ, ამას წყალი არ გაუვა. სამი საათია, ბლუკუნებენ. მდინარაძემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა. მდინარაძეს თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება, მწვანეაო. ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავიანთი რუსის კანონიანად. ამოვიდა ყელში. მივეცი ცხვირ-პირში იმ რუსის აგენტს. რუსის აგენტია ნომრიანი, მე კიდევ მთელი ცხოვრება მეზიზღება მექრთამეები და რუსის მხარდამჭერები. ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტ…ში. ან ქართველები ვართ, ან მონები. ჩვენ არ ვართ მონები. მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 860
მსგავსი სიახლეები

VIDEO: თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს!
რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს

საქართველომ თურქმენეთს კონსტიტუციისა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა!
აღნიშნული მეგობრული ქმედება, ისევე როგორც საქართველოს აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე

კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთე
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ
შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ
clickss