2024-05-24

19:41

ბათუმი ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეულშია

საზოგადოება
11-04-2024 15:38

სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ი 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს ასახელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუკეთესო ოცეულში ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან ერთად ბათუმიც მოხვდა. საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.

„ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა, დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია. ბათუმში ისტორია თანამედროვეობას ერწყმის, აქ, აჭარის რეგიონში აღმოაჩენთ ხელუხლებელ ბუნებას. აქ შეგიძლიათ, სანაპიროზე დღეები გაატაროთ, აქაურობა საინტერესოა ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. აჭარაში კარგად დაისვენებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. აქ გელოდებათ რომანტიკული დღეები. აჭარაში დააგემოვნებთ რეგიონის გემრიელ კერძებს. ბათუმი მოგზაურობის სენსორია, ეს უნიკალური და დაუვიწყარია ადგილია მთელ მსოფლიოში“, – წერს European Best Destinations-ი ბათუმის შესახებ.

პლატფორმაზე აღწერილია აჭარის კლიმატი, ბუნება, მაღალმთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სტილი.

„ბათუმი მრავალფეროვანი კულტურისა და რელიგიის სახლია, აქ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები, საუკუნეებია, ჰარმონიულად არსებობენ, კარგი იქნება თუ ამ ცხოვრების წესს მივბაძავთ. ბათუმში ზღვისა და მთების ულამაზესი პეიზაჟებია, აჭარაში აღმოაჩენთ უძველეს კულტურულ ძეგლებს, მონასტრებს, შუა საუკუნეების თაღოვან ხიდებს, ულამაზეს ტბებს და სოფლებს, სადაც შენარჩუნებულია ავთენტურობა, თქვენ აქ დროში იმოგზაურებთ“, – წერს European Best Destinations-ი.

მსგავსი სიახლეები

2024-05-24 15:13
საზოგადოება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება!

საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე

2024-05-22 13:37
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება“!

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე თურქეთი ზრუნავს. ეს ნიშნავს

2024-05-21 13:38
საზოგადოება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება!

საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ

2024-05-20 13:38
საზოგადოება

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადება ამ ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მოწამეობრივ დაღუპვას

2024-05-17 15:57
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი - „ოცნებაზე“ - „დადიან და ოჯახს გვიყროლებენ!“

ჩვენთვის, პატრიოტი ქართველებისთვის ცხოვრების მთავარი მოტივაცია ჩვენი ქვეყნის, როგორც დიდი ოჯახის სიწმინდე და ნათელი მომავალია. „ოცნების“ მოტივაცია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.7246
EUR: 2.954
GBP: 3.466

კატეგორიები