2024-04-15

09:46

საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში

საზოგადოება
15-02-2024 12:16

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი  აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ავტორიტეტული, ნეიტრალური და ობიექტური საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამოსვლას  ქვეყანაში და სრულ მზაობას აცხადებს კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში მჭიდროდ ითანამშრომლოს მათთან, მისიების ოპერატიული, ვერიფიცირებული და სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.
არჩევნების მოდერნიზებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის ამ ისტორიულ პროცესში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და მათი მიგნებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს  საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიმართულებით. არჩევნებზე დაკვირვება ზრდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც თავის მხრივ აძლიერებს პროცესისადმი ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, პროცესს 12 ქვეყნის 30-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი დააკვირდა, რომლებმაც დადებითად შეაფასეს აღნიშნული არჩევნები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზეც არის მზად ითანამშრომლოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც ასევე არაერთგზის აღნიშნულა მათივე ანგარიშებში.

2018 წლიდან დღემდე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულმა 8 საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ საქმიანობები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება, მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა, ასევე ამ პერიოდში შეძენილი სოლიდური გამოცდილება ადმინისტრაციას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

2024-04-11 15:38
საზოგადოება

ბათუმი ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეულშია

ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა, დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი

2024-04-01 12:16
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ხელისუფლების ასეთი წინააღმდეგობა ვეტინგზე სასამართლო სისტემის კორუმპირებულობის ერთგ

რას ნიშნავს მოსამართლეთა ვეტინგი?! ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მეთოდისა და კრიტერიუმების შემუშავება.

2024-03-21 10:32
საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ იტალიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

შეხვედრა 19 მარტს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა იტალიის ელჩს დეტალური ინფორმაცია

2024-03-20 10:50
საზოგადოება

თურქეთის "რამადანის" დახმარება საქართველოში საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ

"რამადანის" დახმარების პაკეტების გადაცემის ცერემონია მარნეულში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრში გაიმართა.

2024-03-08 10:46
საზოგადოება

„გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ - ერთობლივი განცხადება ქალთა საერთაშორისო დღეს

ქალთა საერთაშორისო დღეს ქალების მიღწევებსა და წვლილს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, აღვნიშნავთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

USD: 2.6709
EUR: 2.8453
GBP: 3.3333

კატეგორიები