2025-01-15

02:13

ავთანდილ ოთინაშვილი: აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები თავისი გამჭვირვალობით, თავისუფლებითა და დემოკრატიულობით ყველასთვის მაგალითია!

საზოგადოება
13-02-2024 10:52

7 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები თავისი გამჭვირვალობით, თავისუფლებითა და დემოკრატიულობით ყველასთვის მაგალითი გახდა. მე როგორც დამკვირვებელს, გაოგნებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ ამომრჩევლები, განურჩევლად მისი ასაკისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, საარჩევნო პროცესში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არასოდეს და არსად მინახავს ამომრჩეველთა ისეთი აქტივობა, როგორიც 7 თებერვალს იყო აზერბაიჯანში.

ეს სიტყვები AZERTAC-თან ინტერვიუს დროს ქართული საინფორმაციო ვებ-გვერდის, "newsday.ge"-ის დირექტორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა ავთანდილ ოთინაშვილმა განაცხადა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით თვალს ადევნებდა რიგგარეშე აზერბაიჯანში მიმდინარე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს.

ა. ოთინაშვილის თქმით, ის და მისი ორი კოლეგა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მიავლინა ბაქოშო არჩევნებზე დამკვირვებლებად და ისინი  ბაქოს სხვადასხვა უბანზე აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს. მისივე თქმით, კენჭისყრის დღეს შესანიშნავი პირობები შეიქმნა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. როგორც კი საარჩევნო უბანში შედიოდნენ, მათ თბილად ხვდებოდნენ და იმ წუთასვე არეგისტრირებდნენ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ყველგან, ყველა შემთხვევაში დაცული იყო კანონის უზენაესობა.

„არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. თითოეულ უბანზე კენჭისყრა კანონის უზენაესობის პირობებში მიმდინარეობდა. საარჩევნო პროცესი გამორჩეოდა თავისი გამჭვირვალობით, თავისუფლებით, დემოკრატიული პირობებითა და რა თქმა უნდა, ამომრჩეველთა აქტივობით. ვფიქრობ, რომ დამკვირვებელთა უმრავლესობა, ვინც კენჭისყრის პროცესში მონაწილეობდა დაეთანხმება ჩემს აზრს.

დამკვირვებლებისთვის ყველაზე მეტად მომხიბვლელი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა. რიგში იდგნენ როგორც მოხუცები, ახალგაზრდები, ასევე ორსული ქალები. ამომრჩეველთა ასეთი აქტიური მონაწილეობა ძალიან ცოტა ქვეყანაში არსებობს. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანი კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებით გახდა მსოფლიოში მაგალითი ქვეყანა“, - აღნიშნა ა. ოთინაშვილმა.

ექსპერტმა განსაკუთრებით ბაქოს სილამაზეზე ისაუბრა. მან განაცხადა: „ბაქოში ადრეც ვიყავი ნამყოფი. მაგრამ ის ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა, უფრო ლამაზი გახდა და ნამდვილ საერთაშორისო კულტურულ ცენტრად გადაიქცა. რა თქმა უნდა, ადამიანთა სტუმართმოყვარეობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა კიდევ უფრო ზრდის ამ სილამაზეს. ვფიქრობ, მოსახლეობის კეთილდღეობა და სწორედ ის პირობები რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის მიერ არის მათთვის შექმნილი, გახდა მიზეზი არჩევნებში აქტიური მონაწილეობისა”.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვიზიტის დროს აზერბაიჯანული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებიც დააგემოვნა. ა. ოთინაშვილის განცხადებით: „აზერბაიჯანული სამზარეულო ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. ერთი კერძის რამდენიმე სახეობაა და ყველა უგემრიელესია. რაც შეეხება ჩაის სუფრის კულტურა, როგორც ყოველთვის გამორჩეოდა სხვადასხვა სახის არომატული ჩაითა და უგემრიელესი ტკბილეულობებით“.

ა. ოთინაშვილის თქმით, 44-დღიან ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ, არჩევნები ქვეყნის მთელ სუვერენულ ტერიტორიაზე პირველად ჩატარდა. ამან დადებითად იმოქმედა ხალხის განწყობასა და აქტიურობაზე.

იგი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში მიაღწია საკმაოდ მნიშვნელოვან მიღწევებს. ცხადია, ამ ყველაფერმა გაზარდა მოსახლეობის ნდობა სახელმწიფოსა და ქვეყნის მეთაურის მიმართ.

ექსპერტის განცხადებით, არჩევნებში ილჰამ ალიევის წარმატება იყო ნამდვილი და რეალური გამარჯვება. ხალხისთვის ილჰამ ალიევი არის გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა და ქვეყნის გამარჯვებული მეთაური. მხოლოდ მას შეუძლია ხალხი უფრო ნათელი და უკეთესი მომავლისკენ წაიყვანოს. აზერბაიჯანელ ხალხს სჯერა ამის და უზომოდ უყვარს თავისი ლიდერი.

„ასეთი ერთიანობის მქონე ერი და სახელმწიფო არასოდეს მოიხრის ქედს და არასოდეს დამარცხდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო ამ გაერთიანების წყალობით კიდევ უფრო გაძლიერდება. აზერბაიჯანი, რომელიც დღეს სამხრეთ კავკასიაში უპირობო ლიდერია, უახლოეს მომავალში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაც იქნება. აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს, სიმშვიდესა და კეთილდღეობას“, - დასძინა ავთანდილ ოთინაშვილმა.

AZERTAC - ის რეპორტიორი ხატაი აზიზივი

 

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 14:40
საზოგადოება

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

აფეთქება, სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები

2025-01-13 12:56
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!

რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს,

2025-01-09 17:53
საზოგადოება

ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო

5 იანვარს სოფელ საბერიოში კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა, რომელთაგან ყველაზე პატარა

2025-01-08 17:27
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „დიფ სთეითი“ არა იხვის ტოლმა !

ერთი „დიფ სთეითია“, ანუ გაურკვეველი ვიღაცები, ვინც „სიღრმიდან, ქვეშიდან მართავენ მსოფლიოს“

2025-01-01 13:26
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: გილოცავთ დამდეგ 2025 წელს - შევხვდებით რუსთაველზე !

დემოკრატიულმა სამყარომ ეს არჩევნები არ სცნო დემოკრატიულად, მაგრამ ამაში პოზიტივიც უნდა დავინახოთ - ეს იყო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები