ცესკოს დელეგაცია აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკოს დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მოწვევით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, ცესკოს წევრები არჩილ ანასაშვილი და გიორგი ძაგანია საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და საუბნო საარჩევნო კომისიების დახურვის პროცესს უშუალოდ დააკვირდნენ. ასევე დაესწრნენ კენჭისყრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-ბრიფინგს.
„გავეცანით წინასაარჩევნო სამზადისს კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით. ჩვენი მანდატის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს, დედაქალაქის მასშტაბით, დავკვირვებოდით როგორც საარჩევნო უბნების გახსნის, ისე კენჭისყრის მიმდინარეობის, დახურვისა და შედეგების ცესკოში გადაცემის პროცესს. ასევე გვქონდა მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ჩვენი მოსაზრებების კოლეგებთან ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცესკოს დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მაზაჰირ პანაჰოვს და ცესკოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ასევე შედგა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ცესკოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნლებთან, სადაც მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 7 თებერვალს გაიმართა.
ნანახია: 499
მსგავსი სიახლეები
clickss