2024-02-26

23:55

წინასაარჩევნო გზა გენდერული თანასწორობისკენ პოლიტიკაში

საზოგადოება
09-02-2024 16:53

 

შვედეთი და გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერენ  საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიურ პოლიტიკური ფორუმს

თბილისი. 9 თებერვალი 2024 – 9 თებერვალს, თბილისში გაიმართა საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი, რომელსაც 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში.

საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ანა ლიბერგმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში; მელინე არაკელიანმა, ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში; და დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

ნინო წილოსანმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ისაუბრა გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობისა და პოლიტიკის  მნიშვნელობაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის.

ფორუმის მსვლელობაში, გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია საქართველოს პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ. დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს პოლიტიკური პარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი გენდერულად დაბალანსებული და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების მხრივ. მსჯელობაში ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები.

„ქმედითი დემოკრატიის ასაშენებლად პარლამენტმა, მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა საზოგადოება სრულად და თანასწორად უნდა ასახონ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობა სიკეთეს მოუტანს მათ ქვეყანას. გენდერული თანასწორობა დემოკრატიის ცენტრალური შინაარსია. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ასახავდნენ მთლიანად საზოგადოებას და არა მხოლოდ მის ნაწილს.  ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, შვედეთი მხარში უდგას საქართველოს თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის საქმეში“, - განაცხადა ანა ლიბერგმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში.

„სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების შემოღების მიუხედავად, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ გამოწვევაა. ამ მხრივ, საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიური ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკოს ქალთა გაძლიერებას, შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვას და თანასწორობისა და დემოკრატიის განმტკიცებას ადგილობრივ დონეზე“, - აღნიშნა დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

2020 წელს, საქართველომ სავალდებულო საარჩვენო გენდერული კვოტები შემოიღო, რის შედეგადაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საგრძნობლად გაიზარდა როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალთა მონაწილეობა 14 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო საკრებულოებში 13.8 პროცენტიდან 24 პროცენტამდე.

ამ თვალსაჩინო შედეგის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში ქალები მხოლოდ ერთ მეხუთედს შეადგენენ, ხოლო საკრებულოებში ერთ მეოთხედს, რაც საკმარისი არაა რეალური გავლენის მოსახდენად გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის შექმნის პროცესზე.

საკრებულოს წევრ ქალთა ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი დინამიური პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აერთიანებს და ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდას ემსახურება. ბოლო ათი წლის მანძილზე, ფორუმის მონაწილეები, მათი პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთად მუშაობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, როგორებიცაა მუნიციპალური სერვისების განვითარება, სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობების გაფართოება.

მომავალი საპარლამენტო (2024) და ადგილობრივი თვითმმართველობის (2025) არჩევნებისთვის მზადების პერიოდში, საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი პოლიტიკური აქტორების თანამშრომლობის სივრცეს ქმნის, რის შედეგადაც იზრდება პოლიტიკურ დღის წესრიგში განსხვავებული პერსპექტივებისა და ხედვების ინტეგრირების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ხელს უწყობს საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე. პროგრამას ახორციელებს გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. 

 

მსგავსი სიახლეები

2024-02-16 12:45
საზოგადოება

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიი

2024-02-16 10:41
საზოგადოება

„რა? სად? როდის?“ ევროპული ტური თბილისში გრძელდება!

თამაშისათვის მომზადებული კითხვები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესახებ სახალისო და ინტერაქტიური გზით.

2024-02-15 12:16
საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრი

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით

2024-02-14 11:51
საზოგადოება

არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით, საგარეო უწყებამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამ

ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო

2024-02-13 10:52
საზოგადოება

ავთანდილ ოთინაშვილი: აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები თავისი გამჭვირვალობით, თავისუფლე

7 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები თავისი გამჭვირვალობით, თავისუფლებითა და დემოკრატიულობით ყველასთვის მაგალითი გახდა

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები