2026-11-20

16:30

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

20-11-2026 15:53

PSP-ში ტრადიციულად, ნოემბრის ბოლოს, გრანდიოზული ფასდაკლებების დროა. წლევანდელი Black Friday-ის შეთავაზებები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი პროდუქტები განსაკუთრებულად დიდი, 80%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ და სურვილების სია სარგებლიანად დააცარიელონ.

PSP-ში „ფასდაკლებების ცვენა“ 20 ნოემბერს იწყება და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თავის მოვლის საშუალებებსა და PSP-ს კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლებს 50-60-70- 80% ფასდაკლება და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ სხვადასხვა აფთიაქში.

საქართველოს მასშტაბით, PSP-ს 370-მდე აფთიაქში 80%-მდე ფასდაკლება გავრცელდება მსოფლიოში ცნობილ 100-ზე მეტ პრემიუმ და დერმატოლოგიურ, სახის, სხეულისა და თმის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკის, პირის ღრუს მოვლისა და ჰიგიენის ბრენდზე. კიდევ უფრო გამორჩეული ფასდაკლებები მომხმარებლებს ონლაინპლატფორმაზე - PSP.GE ელოდებათ.

PSP-ს ყველა აფთიაქში 80%-მდე ფასდაკლებით მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი თავის მოვლის, დერმატოლოგიური და კოსმეტიკური ბრენდების Caudalie, SVR, Esthederm, Bioderma, Gamagde, Algologie, Mizon, Missha, COSRX, Round Lab, Beauty of Joseon, Manyo, Vilage, Avene, Vichy, La Petit Olivier, Ziaja, Sebamed და სხვა საყვარელი პროდუქტები; პირის ღრუს მოვლის იტალიური და შვეიცარული ბრენდების: Curasept, Biorepair, Blanx, Dr. Wild, Elmex, Piave პროდუქცია; შეარჩიოს სასურველი პროდუქტი თმის მოვლის იტალიურ და ევროპულ ბრენდების: Raywell, Recipe, REF, Fanola, Be Visible, Kaypro, Equilibra, Echosline, Alix და სხვა მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან. 

ახალი კონცეფციის აფთიაქებში განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ნიშური პარფიუმერიის მოყვარულებსაც. ფასდაკლებები გავრცელდება ფრანგულ, იტალიურ, ბრიტანულ, ნიდერლანდურ და შვეიცარიულ ბრენდებზე, მათ შორის: Affinessence, Amarsi, Anima Mundi, Baruti, Brecourt, Brera, Cigno Nero, Electimuss, Eutopie, Nout, PH Fragrances, Pompeii და Made in Lab. 

კონკრეტულ აფთიაქებში თითოეული ქვეყნის პროდუქტებთან დაკავშირებული სპეციალური აქტივობები და სიურპრიზები ელოდებათ თავის მოვლის და კოსმეტიკის კორეული, ფრანგული, იტალიური, გერმანული და პოლონური ბრენდების მოყვარულებს. განსაკუთრებული სიახლეები, მათ შორის ცნობილი ინფლუენსერების მონაწილეობითა და გათამაშებებით. ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალციხეში.

რეგიონებსა და დედაქალაქის კონკრეტულ აფთიაქებში პატარებს საინტერესო აქტივობები, საბავშვო ბრენდების მასკოტები ელოდებიან, მშობლებს კი საბავშვო პროდუქციაზე - ბავშვთა კვებას, მოვლის პროდუქტებსა და საბავშვო აქსესურებზე 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ.  

აქტივობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია PSP.GE-სა და კომპანიის ოფიციალურ სოციალურ მედიარხებზე, მათ შორის Facebook-გვერდზე.

„ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლოს, მომხმარებლები განსაკუთრებული მოლოდინით ელიან PSP-ს შეთავაზებებს, საყვარელი ბრენდების პროდუქტების მარაგის და საჩუქრებად შესაძენად. PSP პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2019 წელს მომხმარებლებს რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა, წლების განმავლობაში ტრადიციად აქცია და ყოველწლირად უფრო მასშტაბურს ხდის - წელს ფასდაკლებები 50%-დან 80%-მდეა კონკრეტულ ბრენდებსა და პროდუქტებზე.

PSP მსოფლიოს 100-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სარგებლიანი და სასიამოვნო შეთავაზება გავუკეთოთ. მათ შორის რჩეულ და ყველაზე მოთხოვნად ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, ბრიტანულ, პოლონურ და სხვა საერთაშორისო ბრენდებზე.

კორეული კოსმეტიკა მომხმარებლებისთვის PSP-სთან ასოცირდება - სწორედ PSP იყო პირველი კომპანია, რომელმაც 2019 წელს ქართველ მომხმარებელს კორეული ბრენდი წარუდგინა. მას შემდეგ კომპანია მსოფლიო ტრენდების შესაბამისად K-Beauty-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს, ახალ და ექსკლუზიურ პროდუქტებს მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს. წლევანდელი „ფასდაკლებების ცვენის“ ფარგლებში, 10-ზე მეტი K-Beauty-ის ბრენდის ფართო ასორტიმენტთან ერთად, მომხმარებლებს კონკრეტულ აფთიაქებში საინტერესო აქტივობებიც დახვდებათ.

საინტერესო და სარგებლიანი შეთავაზებებით PSP მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს და მათ დამატებით შესაძლებლობას აძლევს, სასიამოვნოდ დააცარიელონ სურვილების სია, დაზოგონ მეტი და მარტივად იზრუნონ საკუთარ სილამაზეზე“, — აცხადებენ PSP-ში.

ეწვიეთ PSP-ს 20-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, ისარგებლეთ 80%-მდე „ფასდაკლებების ცვენით“, შეიძინეთ საყვარელი ბრენდების პროდუქტები და დააცარიელეთ სურვილების სია!

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები