2026-10-21

12:13

საფრანგეთი, საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლიციასთან ერთად ჯარისკაცებსაც განალაგებს

21-10-2026 09:50

საფრანგეთის ხელისუფლება გააძლიერებს პოლიციას ჯარებით და უსაფრთხოების მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს შაბათისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„მომავალ შაბათს ჯარისკაცების განლაგება მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ლეკორნუმ და დასძინა, რომ 17 ოქტომბერს პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა ქალაქებში არეულობისა და ძარცვის შემდეგ წესრიგის აღდგენა მისთვის პრიორიტეტულია.

ლეკორნუმ აღიარა, რომ შაბათ-კვირას მომხდარ ინციდენტზე სახელმწიფოს რეაგირებაში ხარვეზები იყო. მისი თქმით, დაზვერვის სამსახურმა სათანადო ინფორმაცია ვერ მოიპოვა, პოლიციის ძალები კი ადგილზე ზედმეტად სტატიკურად იყვნენ განლაგებული. ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმითაც, რომ პოლიციელებისთვის დაგეგმილი შვებულება არ გააუქმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადა. „ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. ვაღიარებ, რომ პასუხისმგებლობის ჩემი წილიც მაქვს“, — განაცხადა მან.

საფრანგეთის პარლამენტი არეულობის მიზეზების დასადგენად საგამოძიებო კომისიას შექმნის. ამასთან, ხელისუფლებამ 200 გამომძიებელი დანიშნა ქუჩის ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და მათი კვალის დასადგენად. სამშაბათს პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში, რომელმაც არეულობის დროს ლიმოჟში ისტორიული მერიის შენობა გაანადგურა. ოფიციალური პირების თქმით, ის ულტრამემარცხენე დაჯგუფების წევრია.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები