პოლონეთი უკრაინის საზღვართან ჯარებს, ტანკებს და Patriot-ის სისტემებს განალაგებს
პოლონეთი გეგმავს გააძლიეროს უკრაინასთან საზღვარი ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში ახალი სამხედრო დანაყოფების, ასევე Abrams-ის ტანკებისა და Patriot-ის სისტემების გაგზავნით.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ Patriot-ის ბატარეების ლუბლინის რეგიონში განთავსების გადაწყვეტილება მივიღე. ვაპირებ მოვინახულო იქ დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რეგიონის თავდაცვას უზრუნველყოფენ. ეს Patriot-ის ბატარეების ლუბლინის ტერიტორიაზე განთავსების პირველი შემთხვევაა“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ასევე მიღებულია გადაწყვეტილებები პოლონეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაფართოების შესახებ. კერძოდ, შეიქმნება ახალი მექანიზებული ბრიგადა, უპილოტო სისტემების ბრიგადა, ბატალიონი და დამატებითი საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფი, რომელიც აღჭურვილი იქნება Patriot-ის სისტემით.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მე-18 მოტომსროლელი ბრიგადა ბილგორაიში განთავსდება - დასახლებულ პუნქტში, სადაც ასევე იგეგმება საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების განთავსება. გარდა ამისა, მან ლუკუვში უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის შექმნა და სვიდნიკში არმიის ავიაციის ვერტმფრენების ბაზის განთავსება, ასევე სობეშინში არსებული ობიექტის გაფართოება დააანონსა. მინისტრის ინფორმაციით, ლუბლინის აეროპორტში განთავსდება სახმელეთო ძალების ვერტმფრენები განთავსდება.
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განმარტა, რომ ყველა ეს ზომა რეგიონის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
ნანახია: 78
მსგავსი სიახლეები
clickss